in

“თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ ბრენდინგი

საკომუნიკაციო სააგენტომ Kollektiv, “თბილისის არქიტექტურის ბიენალეს” ბრენდინგზე იმუშავა. პროექტის ფარგლებში, განისაზღვრა სტრატეგია, ჩამოყალიბდა კონცეფცია, რის შემდეგაც, შეიქმნა ვიზუალური კონტენტი. ღონისძიების მთავარ სიმბოლოდ ასომთავრული “თ” აირჩიეს. შეიქმნა ბიენალეს თემის “მხოლოდ შენობები არ კმარა” შესაბამისი ვიზუალური პროდუქტი. ბრენდინგის ფარგლებში, სააგენტო Marmelads-თან ერთად, შეიქმნა ვებგვერდიც.

BOG
BOG

 

ბიენალეს თემა ტრანსფორმაციას ეხება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საბჭოთა არქიტექტურამ და ურბანულმა სივრცემ განიცადა (მაგალითისთვის, თუ როგორ მოხდა კონკრეტული ინდივიდების მიერ საცხოვრებელი ადგილების საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად გარდაქმნა), ამიტომ სააგენტომ გრაფიკული მხარე მხარე დინამიკური ვიზუალით წარმოადგინა.

კონცეფციის თანახმად, მოთხოვნებისა და შეხედულებების ცვლილებების პარალელურად, ლოგიკურად იცვლება თემის (“მხოლოდ შენობები არ კმარა”) სიმბოლოს ფორმა. ეს არის ორი კვადრატი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მუდმივად იცვლის ადგილს და ფორმას. შინაარსიდან გამომდინარე მას ტიპური “ხრუშოვკების”, როგორც იმ ეპოქის ერთგვარი სიმბოლოს გეგმები ემატება.

ბუბა რადიანი, Kollektiv, კრეატიული დირექტორი: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსგავსი ტიპის ღონისძიებათა შორის ბიენალე პირველი იქნება, გადავწყვიტეთ სიმბოლოში აქცენტი თბილისზე გაგვეკეთებინა, რათა პირდაპირი ასოციაცია სწორედ ქალაქთან, ხოლო შემდგომ, ლოგიკურად, ქვეყანასთან გაჩენილიყო.

ბიენალეს სიმბოლო გათანამედროვებული ასომთავრული “თ” არის. შექმნის პროცესში მაქსიმალურად შევეცადეთ ასომთავრული “თ”-ს გეომეტრიული პროპორციები დაგვეცვა.

ბიენალეს ლოგოტიპის შექმნის შემდგომ ამოცანად, უშუალოდ ბიენალეს პირველი თემის, “მხოლოდ შენობები არ კმარა”, მთავარ სიმბოლოსთან ჰარმონიული ვიზუალური შერწყმა დავისახეთ. საბოლოო ჯამში იდეის გამოსახულებას ვიღებთ, რასაც თქვენ თითოეულ პოზიციაში დაინახავთ და იგრძნობთ. ეს იქნება გრაფიკული პოსტერი, ვიდეო, თუ ვებსაიტი (რომელიც კომპანია Marmelads-თან ერთად შევქმენით).”

შეგახსენებთ, რომ ბიენალე 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე გაიმართება. ღონისძიება საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანული და სოციალური სივრცეების კვლევას მიეძღვნება.

თავისუფალი უნივერსიტეტი მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში მოხვდა

მკერდის კიბო უფრო მეტ ქალს კლავს, ვიდრე ავარია