15
Jan
2020

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ კონკურსში მონაწილეობს

15 Jan 2020

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“(EBD)-ის კონკურში მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის ფოტოები უკვე შერჩეულია. დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

ხმის მიცემა, ერთი IP-დან, შვიდ დღეში ერთხელ, რეგისტრაციის გარეშე და ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძლება. 

კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi. ხმის მიცემის პროცედურა 5 თებერვლამდე გრძელდება.

2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ათენი, ვენა, ამსტერდამი, რომი, ვალენსია, პრაღა, ბრიუსელი და სხვა.

„ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

 

განხილვა