თბილისის წიგნის დღეები 2018, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში, 8-დან 11 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა მიიღებს. ორგანიზატორების თქმით, ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა, 50%-მდე ფასდაკლებით შეეძლებათ. თბილისის წიგნის დღეები დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, ლექციებითა და სემინარებით. ბავშვებისთვის კი მოეწყობა სპეციალური სამკითხველო და გასართობი სივრცეები.
თბილსის წიგნის დღეებზე ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანს შეუძლია შეარჩიოს თავისთვის საინტერესო წიგნები. გამომცემლები იმდენად მრავალფეროვან არჩევანს გვაზობენ, ისეთი დიდი ფასდაკლებებით, რომ შეუძლებელია ხელცარიელი დაბრუნდე გამოფენიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მკითხველს შეუძლია პირადად შეხვდეს თავის საყვარელ მწერლებს, რომლებიც ახალი წიგნების პრეზენტაციებს სპეციალურად თბილისის წიგნის დღეების სტუმრებისთვის მოაწყობენ“, – ამბობს ექსპოჯორჯიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ცაიშვილი.

აქვე, გთავაზობთ სარეგისტრაციო ფორმას, რომლის შევსების შემთხვევაში, მიიღებთ გამოფენის შესახებ სიახლეებსა და ელექტრონულ მოსაწვევს, რომლის წარდგენისასაც უფასოდ დაესწრებით გამოფენას.
[R]










