in

თბილისში „ქარშეარინგის“ მომსახურება შემოდის 

მალე, თბლისში, ავტომობილების გაზიარების სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ე.წ. ქარშეარინგის პროექტი, ევროპის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.

BOG
BOG

პირველ ეტაპზე, თბილისში 300 ელექტრომობილის ჩამოიყვანენ და სხვადასხვა ადგილზე განათავსებენ.  მომხმარებელი ავტომობილს სპეციალური აპლიკაციით დაჯავშნის.

„ელექტრომობილებით სარგებლობის შემდეგ, თბილისელები, ავტომობილების დატოვებას სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე შეძლებენ, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები განთავსდება“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა Facebook Live-ში.

ქარშეარინგის“ პროექტით, ერთ-ერთი ბიზნეს ჯგუფია დაინტერესებული, რომელიც, კახა კალაძის თქმით, პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

3 გონივრული ქმედება, რაც სამსახურში გამოგარჩევთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა