12
Dec
2018

თბილისის საახალწლო სლოგანი: “სიყვარულით სავსე ქალაქი”

12 Dec 2018

თბილისში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. “სიცოცხლით სავსე ქალაქის” შემდეგ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი საახალწლო წლოგანი იქნება “სიყვარულით სავსე ქალაქი”. 2019 წელი მერმა სიყვარულის წლად გამოაცხადა. მისი თქმით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო სოფელი, ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები და საშობაო ბაზრობა.

„ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება პასუხი და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

განხილვა