in

პირველად საქართველოში, ყავის საერთაშორისო ფესტივალი, Tbilisi Coffee Festival გაიმართება

პირველად საქართველოში და კავკასიაში, ყავის საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Coffee Festival  –   22, 23, 24 სექტემბერს გაიმართება! ფესტივალი სტუმრებს მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილ კლუბში“ უმასპინძლებს.

Tbilisi Coffee Festival  მოიცავს ბევრ საინტერესო ღონისძიებას და ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში ყავის სექტორის განვითარებაში: ინდუსტრიის წარმომადგენლების გამოფენა, ვორქშოფები, ლატე არტისა და ყავა და ალკოჰოლის ჩემპიონატები; Specialty Coffee Association-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერთიფიცირება (sca.coffee); Coffee Cupping – ყავის მარცვლების დეგუსტაცია; ფუდ ფესტი და მუსიკა ღია სივრცეში.

ფესტივალის ციფრული მხარდამჭერი გამორჩეული სააგენტო META  გახლავთ. ბიზნეს ვიზიტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ფესტივალის პარტნიორია BIA. ბილეთების რეალიზაციაში ფესტივალის პარტნიორია TCF Tickets @ TKT.GE.

ფესტივალის სპონსორები არიან ყავისა და სასმელების ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო   და ადგილობრივი ბრენდები: Victoria Arduino, Nuova Simonelli, ყავის აკადემია, Horeca Solutions, Mixxon, Santal & Parmalat, Le Piantagioni Del Caffè.

ფესტივალის ოფიციალური მასპინძელია „თბილისის მერია“.

ღონისძიების დეტალურ განრიგს იხილავთ tkt.ge-ს გვერდზე.

ფესტივალზე სპეციალური საშვით დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ლინკზე.

[R]

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება — ღონისძიების სპონსორია SOLO X

„მიდი მოდი” – ქართული დუქანი, ევროპული ბარი თუ ორივე ერთად?