სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024-ის მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას.
ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორკშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომლებსაც უძღვებიან ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოსდიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე.
2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნისა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი.
სელფისა და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. სელფი, როგორც ინოვაციასა და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: cellfie.ge-ს; ასევე, სოციალური მედიის არხებს:
[პარტნიორის კონტენტი]