16
მაი
2018

16 მაისს! Tbilisi Digital Expo – კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებულთათვის!

16 მაი 2018

16 მაისს, თბილისის ტექნოპარკი, Tbilisi Digital Expo-ს (TDE) ფარგლებში, ხუთი ქვეყნიდან, “გეიმინგ” ინდუსტრიის კომპანიებიდან მოწვეულ სპიკერებს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე, გამომსვლელები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ვიდეოთამაშებით დაინტერესებულ მსმენელებს. TDE-ზე გამოვლინდებიან 11-13 მაისს ჩატარებული GameJam-ის გამარჯვებულებიც, რომლის ფარგლებშიც, კომპიუტერული თამაშების შესაქმნელად, სულ 23 გუნდი მონაწილეობდა, 48 საათის განმავლობაში. კონკურსზე ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლო მოხვედრა, რომლებიც შემდგომ სამკაციან ჯგუფებად დაკომპლექტდნენ. მათ წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. მთავარ ამოცანა კი ისეთი თამაშების შექმნა იყო, რომლებიც ამ სამი თემიდან რომელიმეს მაინც უკავშირდებოდა თემატურად, ესენია: Alternative World, Neon lights და Students.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

 

ღონისძიების ორგანიზატორის, ნიკა დევაშვილის თქმით, TDE ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარებისთვის და ეს ღონისძიება გააერთიანებს ქართულ და მსოფლიო “გეიმინგ” ინდუსტრიას.

TDE-ზე, 16 მაისისთვის, საქართველოს ესტუმრებიან ევროპის 5 ქვეყნის – პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის თამაშების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს თამაშების თემატიკაზე. ღონისძიების ფარგლებში, განიხილება Gamejam-ზე შექმნილი თამაშები, ასევე, VR ტექნოლოგია ვიდეოთამაშებში, იქნება ვორკშოპები, ხელოვნური ინტელექტი, სამაგიდო თამაშები და ა.შ.

განხილვა