20
Dec
2018

22 დეკემბერს, თბილისში პირველი Dub/Bass მუსიკის სესია გაიმართება

20 Dec 2018

„ერთადერთი კარგი სისტემა, საუნდსისტემაა” – ამ ფრაზას ხშირად შეხვდებით ინტერნეტ ნიუს ჯგუფებში,  ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელში. თუმცა ხშირად რთულია გამოვარკვიოთ თუ ზუსტად რას ნიშნავს ტერმინი „საუნდსისტემა“, რომელიც სათავეს დაბ/რეგი კულტურიდან იღებს. როდესაც 2003 წელს, ლეგენდარულმა იამაიკელმა პროდიუსერმა, ლი სკრეჩ პერიმ გრემი აიღო საუკეთესო რეგი ალბომისთვის, უამრავი ადამიანისთვის გარუკვეველი იყო, ვინ იყო და რას წარმოადგენდა, ეს მოხუცი მუსიკოსი, ვინაიდან დამსახურებისდა მიუხედავად, კუნძულს გარეთ მისი შემოქმედებითი საქმიანობის და პროცესის შესახებ ნაკლებად თუ იყო ბევრი რამ ცნობილი.

Dub რეგის ყველაზე პოპულარული ქვესტილია, რომელმაც ძირითადში განსაზღვრა იამაიკის კულტურული როლი თანამედროვე სამყაროში. საუნდსისტემა კი თავისმხრივ Bass მუსიკის ცენტრალური ელემენტია – გიგანტური დინამიკები და გამაძლიერებლები, რომლის აწყობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და შედეგად პარკინგები, ქუჩები, მდელოები თუ სანაპიროები მალევე გადაიქცევა საცეკვაო მოედნებად. საუნდსისტემა სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს, როდესაც მუსიკოსები ფირსაკრავებს, დიდ, ხელით აწყობილ დინამიკებს უერთებდნენ. დაბ მუსიკის აღორძინება შეიძლება სტუდიებში, ლეგენდარულ პროდიუსერების მიერ მოხდა, თუმცა მუსიკალური გამოცდილების შუაგულში მაინც საუნდსისტემაა.

2003 წლისთვის კინგსტონში იშვითად თუ მოუსმენდით დაბ რიდიმებს, და ამისთვის ბრიტანეთში ვიზიტიც კი დაგჭირდებოდათ. თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა. სტილის გაცოცხლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და ამაში უკვე არც საქართველო ჩამორჩება.

2015 წლიდან სამშობლოდან შორს, ლონდონში მცხოვრებმა ქართველმა DJ-მ, Juno Q Beat-მა, თანამოაზრეებთან ერთად, სრულყოფილი საუნდსისტემის შექმნა დაიწყო.

3 წლიანი მუშაობის შემდეგ, პირველი საუნდსისტემა – Sioni HiFi – საქართველოშია და პირველ სესიას 22 დეკემბერს გამართავს. იგი ბრიტანეთიდან რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა და პირველ მსმენელს კლუბ  U-Bahn-ში ელის. საერთო კულტურული ფუძიდან გამომდინარე, პირველ ღონისძიებაზე დაბ სელექტორებს ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები, შემოქმედებით გაერთიანება Digmassive-ის წევრები TM & MushOne და  DJ/MC Grotask შეუერთდებიან. წლების განამვლობაში, Bass მუსიკა უამრავ სხვადასხვა სტილში გარდაიქმნა. შესაბამისად ღონისძიებაზე მუსიკოსი ნიკა წერეთელი Drum n Bass-ს დაუკრავს. რაც მთავარია Sioni HiFi Soundsystem ოჯახიდან საუნდსისტემის ოპერატორი და სელექტორი Juno Q Beat & GmirSelecta, იამაიკური კულტურის გაცოცხლებას თბილისში შეეცდებიან.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, Vodkast Records-ში in-store სესია გაიმართება, სადაც მონაწილეები დაბ მუსიკასა და საუნდსისტემ კულტურაზე ისაუბრებენ.

In-Store Session: https://www.facebook.com/events/348731009289743/

Event:  https://web.facebook.com/events/777992372555332/



განხილვა