20
Nov
2017

ღვინის დისპენსერი Easy Wine-ში! – თბილისში ღვინის მოყვარულებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა

20 Nov 2017

თბილისში ღვინის ბარები, რესტორნები სიახლეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ ღვინის სადეგუსტაციო დისპენსერი ახალი ამბავია. ღვინის რესტორანი “იზი ვაინ თბილისი” ტრადიციული ქართული ღვინის მოყვარულებს, 64 სახეობის ქართული ღვინის  დეგუსტაციას დისპენსერით სთავაზობს. 

“იზი ვაინში” სტუმრობისას, მასპინძელი გადმოგცემთ სპეციალურ ბარათს, რომელსაც ათავსებთ დისპენსერში, უთითებთ სასურველი ღვინის კონკრეტულ რაოდენობას და ღვინოც თქვენს ჭიქაშია.

“იზი ვაინი”, რომელიც თბილისში სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, რიგაში არსებული პოპულარული ღვინის ბარის Easy Wine Bar-ის ქართულ ანალოგია. თუმცა აქ შენარჩუნებულია თბილისური ავთენტურობა და განწყობა – რესტორანში შესული სტუმარი აღმოჩნდება ძველ თბილისში, სადაც ტრადიციულ ღვინოსთან ერთად ქართული სამზარეულოს შედევრები დაგხვდებათ.

მოკლედ, თუ უცხოელი სტუმარი გყავთ და გსურთ, აგრძნობინოთ თბილისური ატმოსფერო, თავი მოიწონოთ ტრადიციული სამზარეულოთი,  ქართული ღვინის ისტორიით ან უბრალოდ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად ჭიქა ღვინით სასიამოვნო საღამოს გატარებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბამბის რიგის 7-ში მდებარე, ახალ ღვინის რესტორან  “იზი ვაინს”.

[R]

განხილვა