„თბილისი გარდენსში“ მესამე და ბოლო ცათამბჯენი შენდება, რომლის დასრულებაც 2025 წელს იგეგმება, თუმცა გაყიდვები უკვე დაიწყო. უბრალოდ, ეს სტანდარტულ პროცესს არ წარმოადგენს — ბინის ონლაინ თუ ფიზიკურად დათვალიერებით; სანაცვლოდ, პოტენციურ მყიდველებს საშუალება ექნებათ, თავად შეიგრძნონ, რას ნიშნავს „თბილისი გარდენსში“ ცხოვრება. ამიტომაც, კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს საცხოვრებელ კომპლექსში სტუმრად, 24 საათით საცხოვრებლად ეპატიჟებიან — ასე ზუსტად შეიგრძნობენ, რას ნიშნავს აქ ცხოვრება…
„გამოცადე ცხოვრება თბილისი გარდენსში 24 საათით“ — ასე ჰქვია კამპანიას, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც მაისის თვეში ფიქრობს აქ ბინის შეძენას.
„თბილისი გარდენსში“ ყველაფერია, რაც ადამიანს თანამედროვე ცხოვრებისთვის სჭირდება. კამპანია კი მრავალფეროვანი ფუნქციური ზონებისა და „თბილისი გარდენსის“ ყოველდღიურობის სრულფასოვნად წარმოსაჩენად შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში, ცნობად ადამიანებს, ინფლუენსერებსა და კონტენტ კრეატორებს იწვევენ.
[R]