in ,

Live-ექსპერიმენტი! როგორია ცხოვრება “თბილისი გარდენსში”?

“თბილისი გარდენსმა”, საცხოვრებელი კომპლექსის ყოველდღიურობის საილუსტრაციოდ, კამპანია წამოიწყო. მათ, ვისაც აინტერესებს, როგორია ცხოვრება მულტიფუნქციურ საცხოვრებელში, Facebook-ზე გაშვებული Live-ის საშუალებით შეუძლია გახდეს “თბილისი გარდენსის” ყოველდღიურობის ნაწილი. როგორი გამოვიდა Live-ექსპერიმენტი – დეტალებზე პროექტის მარკეტინგის დირექტორს, თეიკო ლომინაძეს, ვესაუბრეთ.

 

 

M: როგორ ვნახოთ, როგორია ცხოვრება “თბილისი გარდენსში”?

იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ნახოთ, როგორია თბილისი გარდენსში ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე, საერთო სივრცეებში კამერები განვათავსეთ. გადავწყვიტეთ ბაღი, ოლიმპიური აუზი, ლობი, ბიზნეს ლაუნჯი და სხვა აქტიური ზონები დღის განსხვავებულ მონაკვეთებში, სხვადასხვა პერსპექტივით წარმოგვეჩინა. ეს ყველაფერი კი მათთვის, ვინც ახლა ფიქრობს, გახდეს გარდენსული ყოველდღიურობის ნაწილი და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს, თბილისური ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი.

 

 

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული Live-ის ორგანიზება?

“წარმოიდგინე ნიუ-იორკული ცათამბჯენი თბილისში!” ეს იყო პირველი, რისკენაც კომუნიკაციის დასაწყისში მოვუწოდებდით ჩვენს პოტენციურ მაცხოვრებლებს. ახლა კი, როცა ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია, მობინადრეებიც გადმობარგდნენ და ის, რაც ჩვენს ფანტაზიაში იყო, რეალური გახდა – წარმოსადგენი აღარაფერია. ისღა დაგრჩენიათ ნახოთ, როგორ იქცა საოცნებო, მშვიდი და კომფორტული ცხოვრება, გარდენსის ერთ უბრალო 24 საათად.

 

 

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მობინადრეების ნებართვაზე მიდგა საქმე. დიდად არავის გაგვკვირვებია, როცა იდეამ თითოული მათგანის მოწონება დაიმსახურა. მოსაგვარებლად ტექნიკური დეტალებიღა გვრჩებოდა. აქ ბევრად უფრო რთულად აღმოჩნდა საქმე. იძულებულები გავხდით Facebook-ის რამდენიმე წესისთვისაც გვერდი აგვევლო. ეს კი იმიტომ, რომ Facebook არ გაძლევს საშუალებას, ლაივი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი დღე 6 ნაწილად დაგვეყო.

 

M: როგორ შეაფასებთ, გაამართლა ექსპერიმენტმა?

მეექვსე და ბოლო ნაწილის დასასრულს, უკვე ფაქტი იყო, რომ დილის, შუადღის, საღამოსა და ღამის კადრებმა იმაზე უკეთ ასახა გარდენსული ცხოვრების სტილი, ვიდრე #წარმოგვედგინა. დასაწყისშივე, კადრში დაუგეგმავად გამოჩენილმა ბაჭიამ, საბავშვო აუზში მოჭყუმპალავე პატარებმა, სხვადასხვა ჯიშის ხეების შრიალმა და მზიანმა ამინდმა, გადაღებისთვის იდეალური ატმოსფერო შექმნა. ლაივის დამთავრებისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თბილისი გარდენსი სივრცეა, რომელიც იმსახურებს, სწორედ მისთვის იყოს განკუთვნილი პირველი 24 საათიანი ლაივი.

 

 

 

[R]

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ახალი პროდუქტი ქართველებისთვის, ინგლისურის შესასწავლად!

“დაელოდე შენს რიგს!” – ლოს-ანჯელესის მეტროს შთამაგონებელი კამპანია