Tbilisi Gastro Week კვირეულის ფარგლებში სტუმრებს მიშლენის მიერ აღიარებული, მსოფლიოში წამყვანი შეფები და ქართული გასტრონომიის გამორჩეული წარმომადგენლები უმასპინძლებენ.
M Group წლის გასტრონომიული თავგადასავლის, Tbilisi Gastro Week-ის მხარდამჭერია და სტუმრებს სასტუმრო მონოგრაფში უმასპინძლებს.
Tbilisi Gastro Week-ის მიზანია სტუმრებისათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა, გასტრონომიული ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის კი ახალი პერსპექტივებისა და კონტაქტების დამყარება.
ფესტივალი განკუთვნილია გასტრონომიის ენთუზიასტებისთვისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, უნიკალური გემოები შეიგრძნონ.
საინტერესოა, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მიშლენის მიერ აღიარებული შეფები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ კერძებს.
5 ოქტომბერს დანიელი შეფი — კამილა საიდლერი და ქართველი შეფი, რამაზ გემიაშვილი მონოგრაფში, რესტორან სომინიში გიმასპინძლებენ!
კამილა საიდლერი 2016 წელს, The World’s 50 Best Restaurants-ის მიერ, ლათინო ამერიკაში საუკეთესო ქალ შეფად დასახელდა.
მისი კულინარიული თავგადასავალი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს აერთიანებს, როგორებიცაა: Mugaritz სან სებასტიანში, Belmond Le Manoir Aux Quat’Saisons ოქსფორდშირში, Paustian და Geist კამილას მშობლიურ კოპენჰაგენში.
თბილისის გასტრო კვირეულის 2023 წლის ვახშმების სერიის მონაწილე შეფები არიან:
- ჰანს ნოინერი – ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია)
- მაიკლ ვან დერ კროფტი – საუკეთესო შეფ-მზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები)
- კამილა საიდლერი – ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფ-მზარეული ქალი (დანია)
- ალეხანდრო სერანო – მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი)
- დიპანკერ ხოსლა – ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი)
- თეკუნა გაჩეჩილაძე
- ქეთი ბაქრაძე
- მერიკო გუბელაძე
- რამაზ გემიაშვილი
- გიორგი ნინუა
- ლევან ბუაძე
ცნობილი ქართველი და საერთაშორისო შეფ-მზარეულები 4 და 6 ხელში შესრულებული ვახშმებით, დაუვიწყარ საღამოებს გპირდებიან, სადაც წარმოდგენილი შეფების ხელწერა ხელახლა განსაზღვრავს თქვენს გასტრონომიულ გამოცდილებას.
ვახშმების განმავლობაში შეფები რამდენიმე კერძს წარმოგვიდგენენ, თითოეულ მათგანს კი სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
[R]