in

როგორია „თბილისი ჰილსის” აპარტამენტში ცხოვრება ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში

სწორი ბინის შერჩევა არასდროს არის მარტივი, რადგან ბევრი კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო – სად იქნება ტერიტორიულად, როგორი ხედი გადაიშლება შენი ფანჯრებიდან, იქნება თუ არა უსაფრთხო გარემო, ვინ იქნებიან შენი მეზობლები, გექნება თუ არა საშუალება დარჩე ახლოს სიმწვანესთან და ბუნებასთან, მაშინ როცა გსურს ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში იცხოვრო. თუმცა როდესაც არჩევანს „თბილისი ჰილსზე” აჩერებ, შეგიძლია მშვიდად იყო და გჯეროდეს, რომ ყველა სურვილი, რაც აპარტამენტის შეძენისას გქონდა, დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული იქნება.

„თბილისი ჰილსის” პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი შექმნილია, რათა გააერთიანოს ყოველდღიური ცხოვრება, დასვენება და შექმნას ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა. კომპლექსი მიზნად ისახავს ტერიტორიაზე ერთ სივრცეში მოაქციოს ყველა საჭირო ობიექტი და შექმნას „ქალაქში ქალაქი”, სადაც ყველაფერი რაც გსურს, ორი ფეხის ნაბიჯზეა. „თბილისი ჰილსი” 20 წუთის გზაზეა თავისუფლების მოედნიდან, თუმცა ქალაქის ცენტრთან სიახლოვის მიუხედავად, მისი უნიკალური ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა განიტვირთო ხმაურისგან და აღმოაჩინო სრულიად გამორჩეული ბუნება და ხედები მთელ ქალაქზე.

კომპლექსში შეხვდებით საქართველოში ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედნებს, სადაც მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური ფასდაკლებით ითამაშონ გოლფი და გახდნენ “თბილისი ჰილს გოლფის” ადგილობრივი თუ საერთაშორისო გოლფერების საზოგადოების ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს რესტორანი, ONO At Hills, რომელიც გამორჩეული ხედების ფონზე „თბილისი ჰილსის” რეზიდენტებს ექსკლუზიური შეთავაზებებით მასპინძლობს როგორც უგემრიელეს კერძებზე, ასევე სხვადასხვა ისეთ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, როგორიცაა: იოგა და საუზე, გოლფი და ბრანჩი, ONO at Hills Live Nights და ა.შ. კომპლექსში მოწყობილია ვუდს პარკიც, რომელიც კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის მოსასვენებელ და სასეირნო სივრცეს წარმოადგენს, თუმცა ეს ჩამონათვალი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ობიექტებისა, რომელიც ტერიტორიაზე სულ მალე იქნება.

მაშინ, როდესაც ბინაში ცხოვრობ, მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგო მუდმივი კავშირი სიმწვანესა და ბუნებასთან. თბილისი ჰილსის აპარტამენტები სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით არის აშენებული. თითოეულ აპარტამენტს გამოარჩევს მაღალი ჭერი, ვიტრაჟები და დიდი ტერასები, რათა მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდეთ ყოველდღიურად დატკბნენ მათი სახლებიდან გადაშლილი პანორამული ხედებით. საკუთარ ხედს თავად რეზიდენტი შეარჩევს იმის მიხედვით, თუ რომელი ურჩევნია მას – ხედი, რომელიც მთელ თბილისს გადაჰყურებს, გამწვანებულ პარკს თუ შავნაბადას მონასტერს.

თითოეული აპარტამენტის მშენებლობისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალა და ისეთი საერთაშორისო ბრენდები როგორიცაა Laminam, Schuco, Bauflexy, Schindler და სხვა. ბინებში მაქსიმალურად დაცულია ხმის იზოლაცია და პერსონალური სივრცის განცდა. იმისათვის, რომ აპარტამენტების მაცხოვრებლებს მოსასვენებლი სივრცეები შენობის შიგნითაც მრავლად ჰქონდეთ, დერეფნებში მოეწყობა ატრიუმი, რომელიც რეკრეაციულ ფუნქციას შეითავსებს.

არ აქვს მნიშვნელობა პატარა ბინას ეძებ თუ დიდს, ერთ საძინებლიანს თუ სამ საძინებლიანს, მხოლოდ საკუთარი თავისთვის თუ დიდი ოჯახისთვის, „თბილისი ჰილსში” ყველა ტიპის აპარტამენტს იპოვი, თუმცა თუ რაიმე უფრო განსაკუთრებულსა და უნიკალურს ეძებ, შეგიძლია პენტჰაუსი ან ბინა პერსონალური აუზით განიხილო. ისიც შეგიძლია გაითვალისწინო, რომ თიბისი კონცპეტის მომხარებლებისთვის პირველი სართულის ყველა აპარტამენტებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

მათთვის, ვისთვისაც მწვანე სივრცეები ყველაზე მნიშვნელოვანია, აპარტამენტების გვერდით ეწყობა 2 ჰექტარზე გადაჭიმული ცენტრალური პარკი, რომელიც მაცხოვრებლებისთვის დამატებით რეკრეაციულ სივრცეს შექმნის, პარკის გვერდით კი განთავსდება კომერციული შენობა, სადაც მოეწყობა ისეთი ობიექტები, როგორიცაა: კაფე, აფთიაქი და მარკეტი.

„თბილისი ჰილსის” აპარტამენტებში ცხოვრება ყველაზე მეტად ისეთი ადამიანებისთვის არის შესაფერისი, ვინც ერთდროულად ეძებს ბუნებასთან სიახლოვეს და კომფორტს. სურს ჰქონდეს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი და ყოველდღიურად აღმოაჩინოს რაღაც ახალი. შეინარჩუნოს პირადი სივრცე და სიმშვიდე, თუმცა გაიცნოს ადამიანები, რომლებთან დროის გატარებაც სასიამოვნო იქნება. მოშორდეს ქალაქის ხმაურს, თუმცა ცხოვრობდეს თბილისის ცენტრთან ძალიან ახლოს. ჰქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, ამასთანავე იცხოვროს ეკოლოგიურად ჯანსაღ ადგილას და აღმოაჩინოს ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა.

[პარტნიორის კონტენტი]

სტივ ჯობსის მონეტის დიზაინი ცნობილია

5 რამ, რაც უნდა გახსოვდეთ ემოციების რეგულირებისას