სპორტი დღითიდღე აქტიური ხდება ჩვენს საზოგადოებაში. ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი კი არა მხოლოდ დადებით გავლენას ახდებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ის ასევე ხელს უწყობს ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობას.
„თბილისი ჰილსი“ სწორედ ერთ-ერთ სპორტის სახეობაზე მოგიყვებათ, რომლის განვითარებაც აქტიურად დაიწყო ბოლო წლებია და ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ეს არის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, ამიტომ „თბილისი ჰილსის“ გუნდი ეცდება, დაგანახოთ ამ საერთაშორისო სპორტის უპირატესობები და სწორედ ის საინტერესო მხარე, რომელიც ბევრმა თქვენგანმა არ იცის.
პირველ რიგში, გამოვყოთ ის 3 ძირითადი უნარი, რომლებიც, კვლევების მიხედვით, გოლფის თამაშის შედეგად უმჯობესდება.
- ბალანსისა და კოორდინაციის უნარი: ეს სპორტი მოითხოვს სხეულის მოძრაობების ზუსტ კონტროლს, რაც აძლიერებს წონასწორობას, ხელისა და თვალის კოორდინაციას;
- კოგნიტიური უნარების გამომუშავება: გოლფი საკმაოდ სტრატეგიული თამაშია, მოედნისა და ბურთის დარტყმის წინასწარი დაგეგმვა კი, ასტიმულირებს გონების ძალიან მნიშვნელოვან კოგნიტიურ ფუნქციებს;
- ადამიანის ცნობიერების განვითარების შესაძლებლობა: გოლფი ხელს უწყობს და აუმჯობესებს აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარს, მეხსიერებას; თამაშის დროს ადამიანი ხდება უფრო მშვიდი და დასვენებული. ამცირებს სტრესსა და შფოთვებს.
გარდა საჭირო უნარების გამომუშავებისა, გოლფი არის სპორტი, რომლის თამაშიც ყველას შეუძლია. მას არ სჭირდება არანაირი ფიზიკური შემზადება.
ეს სპორტი ძალიან საინტერესო ადამიანებთან გაახლოებთ და ამ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, მაშინვე გიჩენთ თამაშის ცხოვრების წესისა და დისციპლინის ჩამოყალიბების მოტივაციასა და სურვილს.
რაც შეეხება „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებს, ისინი თბილისიდან 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
„ჩვენი მოედნები ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. ის ერთადერთი პროფესიონალური, 18 ფოსოიანი გოლფის მოედანია საქართველოში. მისი შესანიშნავი დიზაინი, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული და ლასი პეკა ტილანდერის მიერაა დაპროექტებული, გულგრილს არავის ტოვებს“.
ჰილსის კლუბმა 5 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. ურთიერთობები კი, რომლებიც კლუბსა და მის წევრებს შორის ჩამოყალიბდა, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესია.
„თბილისი ჰილსი“ დამწყებ გოლფერებს გთავაზობთ Green Card-ის კურსს „ვიზას“ სპონსორობით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მხოლოდ სამ დღეში აიღოთ ხელში გოლფის ჯოხი, გაეცნოთ წესებსა და ეტიკეტს და შეიქმნათ წარმოდგენა თამაშის შესახებ.
კურსი 3 დღის განმავლობაში გრძელდება – პარასკევი (16.00-19.00), შაბათი (10.00-13.00) და კვირა (14.00-18.00). პირველი ორი დღე ეთმობა თამაშის მიმოხილვასა და დარტყმის რამდენიმე ტექნიკას, ბოლო დღეს კი ჩვენი მთავარი მწვრთნელი გაგაცნობთ წესებსა და თამაშის ტექნიკას მოედანზე.
„დიახ, მონაწილეები გოლფის პირველ მოკლე რაუნდის თამაშს უკვე მესამე დღეს შეძლებენ! კურსის დამთავრების შემდეგ კი, ახალი მოთამაშეები მწვანე ბარათის სერტიფიკატებს მიიღებენ“.
კურსები ტარდება PGA კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ყოველი კვირის დასასრულს.
გოლფის მწვანე ბარათის კურსის დასრულების შემდეგ კი, თქვენ გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი კლუბის 30 დღიანი წევრი გახდეთ. დამწყები გოლფერები კი 2 თვის განმავლობაში საცდელ წევრობას მიიღებენ, რომელიც მოიცავს:
- უფასო გოლფი (პირველი ცხრა ფოსო);
- 5 ჯგუფური გაკვეთილი;
- უფასო გაქირავების კომპლექტი;
- უფასო სავარჯიშო ბურთები (20 ბურთი დღეში);
- სასურველია, ახალი მოთამაშეები დაესწრონ ხუთივე ჯგუფურ გაკვეთილს 60-დღიან პერიოდში. ყოველ კვირას ტარდება ხუთი გაკვეთილი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ: https://tbilisihills.com/golf/green-card-course-ge/
*Visa -ს ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებითა და გოლფის კლუბის წევრობის დამატებითი 30* დღით.
„თბილისი ჰილსის“ გუნდი გელოდებათ, რომ თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი თავგადასავალი სწორედ გოლფის თამაშითა და ახალ, საინტერესო ადამიანებთან ერთად ურთიერთობით დაიწყოთ.
[R]