ქალაქში ცხოვრება ხშირად შესაძლოა ძალიან დამღლელი გახდეს, როდესაც საყვარელ ქუჩებში სეირნობასა და ყოველდღიური აქტივობებით სიამოვნებით დაკავებას, მრავალი პრობლემა თუ დაბრკოლება ანაცვლებს.
ქალაქის ხმაური ხშირად არღვევს ჩიტების ჭიკჭიკს, ფანჯრიდან გამწვანებულ ხედებს ახალი კორპუსები ანაცვლებს, პიკის საათში მანქანით გადაადგილება კი უბრალოდ შეუძლებელი ხდება საცობის გამო. სიტყვებმა, რომელსაც ერთ დროს პოზიტიური ან ნეიტრალური მნიშვნელობა ჰქონდა, სრულიად დაკარგა ძველი შინაარსი და გადაიქცა აზრებად, რომელიც სახლის დატოვების სურვილს საერთოდ აქრობს და ქალაქში ცხოვრებასაც ნაკლებად სასიამოვნოს ხდის.
„თბილისი ჰილსი” ამ სიტყვებს მეტაფორულად პოზიტიურ მნიშვნელობას უნარჩუნებს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს ქალაქში ცხოვრების სრულიად ახალ მნიშვნელობას სთავაზობს. იქ, სადაც რუტინა გაცილებით სასიამოვნოა, ყოველდღიურობა კი მეტად აქტიური და ჯანსაღი, ჩვენთვის ნაცნობი სიტყვებიც სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.
„თბილისი ჰილსში” სიტყვები „ქალაქის გამწვანება” ნიშნავს, როდესაც ბევრი სიმწვანეა ცოტა სახლის ირგვლივ და არა ბევრი სახლი ცოტა სიმწვანის ირგვლივ.
საცობი წარმოადგენს შემთხვევას, როცა მხოლოდ შენი სურვილით ჩერდები.
ცათამბჯენები გულისხმობს მხოლოდ იმას, რაც ბუნებრივად ებჯინება ცას.
ეზო კი ის ადგილია, სადაც სათამაშოდ ჩადიხარ და შენთვის ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრა სიამოვნებას განიჭებს.
„თბილისი ჰილსი” თავისი მაცხოვრებლებისთვის ქალაქში ცხოვრებას სრულიად ახალ მნიშვნელობას ანიჭებს, სადაც ყველაფერი, რაც ადრე გაღიზიანებას თუ დაღლას იწვევდა, ჩანაცვლებულია ბევრად სასიამოვნო ალტერნატივით. ყოველდღიურობა კი გაცილებით ჯანსაღი და მშვიდია, სრული კომფორტისა და კომპლექსის გარშემორტყმული სიმწვანის დამსახურებით.
ევროპული სტანდარტები, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, პროფესიონალური გოლფის მოედნები, რესტორანი ულამაზესი ტერასით, უსაფრთხოებისა და კომპლექსის კეთილდღეობის გუნდი და ხედები მთელ ქალაქზე ქმნის იმ სივრცეს, სადაც შესაძლებელი ხდება აღმოაჩინო ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა.
[პარტნიორის კონტენტი]