კომფორტული და ჰარმონიული ცხოვრებისთვის მაღალი ხარისხის გამწვანება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სიმწვანე, მოვლილი ბალახი თუ ლამაზი მცენარეები სწორედ ის არის, რასაც ადამიანის ყოველდღიურ განწყობასა თუ ბედნიერებაზე უდიდესი გავლენა აქვს. საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას მცხოვრებლები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ მწვანე და მოვლილ ეზოს, რადგან ის სასარგებლოა, ჯანმრთელობისა და სულიერი სიმშვიდისთვის. თუმცა სწორად შესრულებული გამწვანება და მოვლილი ეზოს შენარჩუნება უდიდეს შრომასა და რესურსს მოითხოვს, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი გამწვანება, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ, საჭიროა პროფესიონალთა გუნდი. სწორედ ამიტომ შეიქმნა თბილისი ჰილსის კიდევ ერთი პროექტი Tbilisi Hills Landscape, რომელიც ბიზნესებსა თუ ინდივიდუალურ პირებს გამწვანების სრულ მომსახურებას სთავაზობს – ამიერიდან ყველას აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს გოლფის მოედნების დონის გამწვანება საკუთარ ეზოში.

Tbilisi Hills Landscape საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და მოწინავე კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ათეულობით გამწვანებული სხვადასხვა ტიპის სივრცეების გარდა, კომპანიის შექმნილია საქართველოში ყველაზე დიდი გამწვანებული ზონა, რომელიც თბილისი ჰილსის კომპლექსში არსებულ 60 ჰექტარი ფართობის გოლფის მოედანს მოიცავს. აღნიშნული პროექტი 2022 წელს კონტინენტური ევროპის 5000 გოლფის მოედნებს შორის საუკეთესო 100-ეულში დასახელდა. თავად „თბილისი ჰილსის” კომპლექსს კი მიღებული აქვს FIABCI GEORGIA-ს ჯილდო, როგორც ყველაზე მწვანე და ენერგოეფექტურ პროექტს, რაშიც Tbilisi Hills Landscape-ის წვლილი შეუდარებელია.

კომპანია AS Skinest Group ჰოლდინგის ნაწილია, რომლის სათავო ოფისი ესტონეთში, კერძოდ, ტალინში მდებარეობს. AS Skinest Group არის უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ კომპანიას 17 ქვეყანაში. სწორედ ევროპული ხარისხი და საქმისადმი პროფესიონალიზმი გამოარჩევს Tbilisi Hills Landscape-საც.

სლოგანი „გამწვანების ახალი მნიშვნელობა” შემთხვევითი სულაც არ არის და სწორედ იმ ახალ მიდგომებსა და ხარისხს გულისხმობს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ მოიძებნება.
Tbilisi Hills Landscape-ის მომსახურებები მოიცავს ლანდშაფტის დიზაინის შექმნას, მიწის მოსწორებით სამუშაოებს, სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, მცენარეების შერჩევას, შესყიდვას და მათ დარგვას, ბალახის დაგებას ან დათესვას, ეზოს მოპირკეთებით სამუშაოებს და შექმნილი გამწვანებული სივრცის რეგულარულ მოვლა-პატრონობას.

კომპანიას შეუდარებელი ცოდნა აქვს გამწვანებისა და წყლის მართვის მიმართულებით, ჰყავს გამოცდილი აგრონომთა ჯგუფი და გადამზადებული მებაღეები, ასევე, ირიგაციის სპეციალისტები, ფლობს ტექნიკას, რომელიც სხვა არცერთ ქართულ კომპანიას არ აქვს და ჰყავს გამწვანების სერვისმენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
ბრენდის მთავარი უპირატესობა პირველ რიგში მისი სანდოობა და პროფესიონალიზმია. კლიენტს შეუძლია მხოლოდ ერთ კომპანიასთან ურთიერთობით მოაგვაროს ყველა პატარა დეტალი თუ პრობლემა და არ უწევს სხვადასხვა კონტრაქტორთან ურთიერთობა.

გამწვანების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი შესრულებული საქმის ხარისხი და შექმნილი სიმწვანის შენარჩუნებაა, რის გარანტიასაც, როგორც წესი, ვერცერთი კომპანია ვერ იძლევა.
სწორედ ამიტომ კლიენტთა მეტი კომფორტისთვის, Tbilisi Hills Landscape-მა და თიბისი დაზღვევამ შექმნეს გამწვანების ინდუსტრიაში უნიკალური პროდუქტი, რომელიც მოიცავს კომერციული პასუხისმგებლობის დაზღვევას Tbilisi Hills Landscape-ის ყველა შესრულებულ მომსახურებაზე. ამ სადაზღვევო პროდუქტით Tbilisi Hills Landscape ყველა კლიენტი დაცულია ფინანსური ზიანისგან.

Tbilisi Hills Landscape-ს უდიდესი გამოცდილება აქვს დეველოპერული კომპლექსების მართვის მიმართულებით, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას, გამწვანების პროცესს უყუროს როგორც მომხმარებლის და კლიენტის პრიზმიდან და სწორედ ამის დამსახურებით განსაზღვროს უკეთ რა სახის მომსახურება სჭირდება მომხმარებელს. გამოცდილება, პროფესიონალი გუნდი, ინოვაციური მიდგომები და უმაღლესი ტექნოლოგიები სწორედ ის კომპონენტებია, რომელიც გამოარჩევს ბრენდს სხვა კომპანიებისგან და, რაც მთავარია, სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც ის პროექტის შესრულებისას თითოეულ დეტალზე იღებს და ამით ათავისუფლებს კლიენტს სხვადასხვა დამღლელი წვრილმანებისგან.
[პარტნიორის კონტენტი]












