in

ეს გზა გოლფის ქალაქამდე მიგვიყვანს? – „თბილისი ჰილსი“ კომუნიკაციას იწყებს

15 აპრილს, დეველოპერულმა კომპანიამ „თბილისი ჰილსი“, რომელმაც თავისუფლების მოედნიდან, 15 წუთის სავალზე გოლფის ქალაქი და საცხოვრებელი კომპლექსი შექმნა, თბილისში აბსტრაქტული კოლაჟებით შექმნილი ბილბორდები გამოფინა, რომლებიც გოლფის სათამაშოდ გვეპატიჟებიან.მარკეტინგული კამპანიის სიმბოლო ვეფხვია, შთაგონების წყარო კი, მსოფლიოში ცნობილი გოლფის მოთამაშე, სპორტსმენი და მილიონერი, ელდრიკ ტონ ვუდსი – იგივე, ტიგერი ვუდსი გახდა. როგორც კამპანიის ავტორები ამბობენ, მათი კომუნიკაციის ფორმა სრულიად განსხვავდება სხვა სამშენებლო და გოლფის კამპანიებისგან. 

Tbilisi Hills Golf & Residences 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტსა და ინფრასტურქტურულ ობიექტს აერთიანებს. სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო, ჩვენ არ გვეშინია, ვიყოთ განსხვავებულები და ამიტომაც, შევქმენით ძალიან უცხო და საინტერესო სარეკლამო კამპანია, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ გოლფი არა მოსაწყენი თამაში, არამედ თანამედროვე და მოდური ცხოვრების წესია. გოლფს თამაშობენ წარმატებული ადამიანები. კამპანიის კიდევ ერთი შთაგონება თვითირონია იყო, რომელიც მხოლოდ ძალიან ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს ახასიათებთ. ასევე ჩვენც, დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პროდუქტის წარმატებასა და ხარისხში, – ანასტასია უდალოვა, Skinest Air -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და Tbilisi Hills and Residences გენერალური დირექტორი.

კამპანიის მიზანი ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული გართობისა და დროის გატარების ადგილის წარმოჩენა და შესაბამისად, მათი სტიმულირებაა, რომ „თბილისი ჰილსს“ გოლფის სათამაშოდ ეწვიონ. ამოცანა კი გოლფთან დაკავშირებული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაა – რომ ეს მხოლოდ პენსიონრების სპორტი არაა.„თბილისი ჰილსი“ ქალაქში გარე რეკლამის გარდა, ინფორმაციულ მხარდაჭერას სოციალური ქსელების საშუალებითაც გეგმავს.

Tbilisi Hills Golf & Residences-ის არის კომპანია Skinest Group- ის ნაწილი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სარკინიგზო ბიზნესსა და ჰიდროელექტრო სადგურებს. შენობებს მთლიანად ესტონური კომპანია აშენებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არქიტექტორთა ხელშეწყობით.
უნიკალური ადგილმდებარეობა „თბილისი ჰილსის“ განაშენიანებას ანიჭებს ყველა იმ უპირატესობასა და სარგებელს, რაც თან ახლავს როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ ცხოვრებას: „თბილისი ჰილსის“ ყველა საცხოვრებელ სახლში მშვიდი გარემო და გამწვანებაა. ეს არის ცხოვრება, სადაც პრიორიტეტული სტილი და ჰარმონიაა, – ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე. 

[R]

დეტალები ACAG-ის სტუდენტური კონკურსის შესახებ!

მაჯის საათი, რომელიც ალერგიული რეაქციისას ნემსს „გაგიკეთებთ“