თბილისი ჰილსი ახალი, უნიკალური და სრულიად განსხვავებული კონცეფციაა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც აერთიანებს პირველ და ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედანს საქართველოში და ევროპული სტანდარტის, მრავალფეროვან საცხოვრებელ კომპლექსს თბილისის ცენტრთან ახლოს.
პროექტი ჯერ მხოლოდ 5 წელია, რაც არსებობს და უკვე მოახერხა, შეექმნა სრულყოფილი, თანამედროვე და უმაღლესი კლასის საცხოვრებელი გარემო. კომპლექსს ამჟამად უძრავი ქონების 4 მიმართულება აქვს: მიწის ნაკვეთები, აპარტამენტები, თაუნჰაუსები და კერძო სახლები.
საკუთარი გემოვნებისათვის შესაფერისი სახლის პოვნას აქ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, თუმცა ხარისხიანი სამშენებლო მასალა და დახვეწილი დიზაინი მხოლოდ დასაწყისია იმ უდიდესი უპირატესობების სიაში, რომელსაც თბილისი ჰილსი მცხოვრებლებს სთავაზობს.
თბილისი ჰილსში ამ მომენტისათვის 100-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ტერიტორიაზე მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე იზრდება. პროექტის მთავარ პრიორიტეტს სწორედ აქ მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ, შესაბამისად მათი უკუკავშირი ყოველთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.
გრიმლების ოჯახი თბილისი ჰილსის ერთ-ერთი პირველი მცხოვრებლები არიან. წყვილმა თავდაპირველად კომპლექსში აპარტამენტი შეიძინა, როგორც ინვესტიცია, თუმცა მას შემდეგ, რაც გოლფის სიყვარულის გამო ტერიტორიაზე დიდი დროის გატარება დაიწყეს, მიხვდნენ, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც სურდათ, სახლი აეშენებინათ და ერთად გაეტარებინათ დარჩენილი ცხოვრება.
„თბილისი ჰილსის პროექტი გრძელვადიან დროში, მაშინ, როდესაც უფრო მეტი მცხოვრები გვეყოლება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არა მხოლოდ კავკასიიის რეგიონში, არამედ შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში”, – აღნიშნავს დერეკ გრიმლი.
გაეცანით მცირე ვიდეოს, სადაც გრიმლების ოჯახი თავად გვიყვება თბილისი ჰილსში ცხოვრების უპირატესობებზე.
[R]