თბილისი ჰილსის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უკვე გამორჩეულია ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ობიექტების სიმრავლით: საქართველოში პირველი პროფესიონალური გოლფის მოედნები, ევროპული რესტორანი პრემიუმ ხარისხის მომსახურებით, ბუნებაში განთავსებული პარკი. თუმცა სულ მალე პროექტს ქვეყანაში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე და გოლფერების პირველი ქლაბჰაუსი დაემატება.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი თბილისი ჰილსში განტვირთვისა და დასვენების ფუნქციას შეითავსებს მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის. ამავდროულად, უკონკურენტო სივრცეს შესთავაზებს მათ, ვინც უპირატესობას ფიზიკურ კეთილდღეობას ანიჭებს.
არაერთი ჯილდოს მფლობელმა და საერთაშორისოდ აღიარებულმა, ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ, OAB Studio-მ, უკვე დაასრულა პროექტის დიზაინზე მუშაობა და კომპლექსის მშენებლობაც თბილისი ჰილსში სულ მალე დაიწყება. შენობის არქიტექტურული სტრუქტურა გამორჩეულია და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, მაქსიმალურად გააერთიანოს პრაქტიკულობა და ესთეტიკური მიმზიდველობა, რაც დაუვიწყარ თავგადასავალს შექმნის თითოეული ადამიანისთვის. პროექტის უნიკალური მდებარეობა გულგრილს არავის დატოვებს, რადგან კომპლექსი სტუმრებს 360-გრადუსიან პანორამულ ხედს შესთავაზებს შავნაბადას მონასტერსა და ქალაქის პეიზაჟზე.
თბილისი ჰილსის ახალი წამოწყება კომპლექსის სტუმრებისა და მაცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ტერიტორიაზე განთავსდება ისეთი სივრცეები, როგორებიცაა:
- ღია და დახურული საცურაო აუზები;
- ჩოგბურთისა და პიკელბოლის მოედნები;
- სპა;
- კლასიკური ცხელი და ორთქლის საუნები;
- რესტორანი ტერასაზე;
- ლაუნჯი;
- მოსასვენებელი და სამუშაო სივრცეები .
განტვირთვისა და დასვენებისათვის შექმნილ სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსთან ერთად, ტერიტორიაზე სულ მალე საქართველოში ერთადერთი მრავალფუნქციური გოლფერების ქლაბჰაუსი გამოჩნდება, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააერთიანებს გოლფის ენთუზიასტებს. ქლაბჰაუსი იქნება შესაძლებლობა გოლფის მოყვარულებისა და პროფესიონალებისთვის, გაატარონ დღე სასიამოვნოდ და პარალელურად, დატკბნენ თვალისმომჭრელი პეიზაჟებით. სივრცე ერთმანეთთან დააკავშირებს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ გოლფერებს და მისცემს მათ საშუალებას, დაამყარონ პროფესიული თუ მეგობრული კავშირები.
„თბილისი ჰილსის“ არქიტექტორებისა და ჰოლანდიური კომპანია Mecanoo-ს თანამშრომლობით, ახალი ქლაბჰაუსის არქიტექტურული დიზაინის შექმნა უკვე დასრულებულია და მშენებლობებიც სულ მალე დაიწყება. სივრცის მთავარ მიზანს წარმოადგენს, დააკმაყოფილოს კლუბის წევრების ყოველი საჭიროება და დაამყაროს სრულყოფილი ბალანსი თანამედროვე ფუფუნებასა და ჯანსაღ, სპორტული ცხოვრების წესს შორის. შენობის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც სწორედ ამას ემსახურება.
გოლფერების ქლაბჰაუსში მოეწყობა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი:
- გოლფის აქსესუარების მაღაზია;
- გამოსაცვლელი ოთახები;
- ექსკლუზიური საუნა პანორამული ხედებით;
- რესტორანი და ბარი;
- მრავალფუნქციური ღონისძიებების ზონა;
- ადმინისტრაციული ოფისები.
თბილისი ჰილსში ახალი ქლაბჰაუსის გამოჩენა ხელს შეუწყობს გოლფერების საზოგადოების ზრდასა და გაძლიერებას. ეს იქნება ადგილი, სადაც კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, შეიკრიბონ სისტემატურად, გაიზიარონ ერთობლივი ინტერესები, შეიძინონ ახალი მეგობრები და ერთად შექმნან დაუვიწყარი მოგონებები.
[R]