„[Tbilisi Hills] მაძლევს თავისუფლების შეგრძნებას. აქ, ძალიან დიდი სივრცე, სუფთა ჰაერი და აქტიური ცხოვრების იმდენი შესაძლებლობაა. . . მიყვარს დილით ადრე ადგომა, სირბილი – ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია“, – საუბრობს Tbilisi Hills-ის რეზიდენტი.
მანამდე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობდა და ამბობს, რომ Tbilisi Hills-ში მიმზიდველი შესაძლებლობებისა და პირობების გამო გადავიდა. როგორც აღმოჩნდა, ეს პირობები ქართველებსა და უცხოელებს თანაბრად იზიდავს.
Tbilisi Hills Residences, ძველი თბილისიდან, 15 წუთის სავალზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 15 კმ-ში მდებარეობს. მისი პირველი რეზიდენტი, „მარკეტერის“ მკითხველმა, ცოტა ხნის წინ გაიცნო.
„ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი რომ კიდევ უფრო კარგად გაიცნოთ, გადავწყვიტეთ, ვიდეო სერიები შემოგთავაზოთ, სადაც Tbilisi Hills-ის რეზიდენტები გიამბობენ, როგორ ცხოვრობენ – თითოეული მათგანი განსაკუთრებით აფასებს უსაფრთხო და გამწვანებულ გარემოს, ულამაზეს ხედებს ქალაქზე, ყაზბეგის მთაზე, სამების საკათედრო ტაძარსა და შავნაბადას მონასტერზე. მათთვის ძალიან მიმზიდველია ჩვენს კომპლექსში არსებული საქართველოში პირველი, პროფესიონალური გოლფის 18 ფოსოს მქონე მოედანი“.
[R]