in

ადამიანი, რომელმაც თბილისის საუკეთესო პანორამული ხედი იყიდა

“ეს დევლოპერული პროექტი ბუნებასთან ჰარმონიაში იმყოფება”…

როდესაც საქმე საცხოვრებლის შერჩევას ეხება, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი — იქნება ეს სასიამოვნო გარემო, სიმყუდროვე, ქალაქის ძირითად ნაწილთან სიახლოვე თუ სხვა. ამ საკითხების მნიშვნელობას კიდევ უფრო აშკარად გამოკვეთს ლატვიელი ნორმუდს მიზისი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.

ცხადია, ქვეყნის შეცვლა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ნორმუდსმა შეძლო, ეს ცვლილება სასიამოვნო გარემოთი აენაზღაურებინა. კერძოდ, საცხოვრებელ კომპლექს Tbilisi Hills-ის ნახვისთანავე, მან ახალი ბინა და შეიძლება ითქვას, ხედიც, სწორედ აქ შეიძინა.

ბუნების, სუფთა გარემოს, გოლფის კლუბის, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა და სხვა არაერთი სარგებლის გამო, მისთვის Tbilisi Hills შეუცვლელი სახლი გახდა. თანაც, ამ სიმშვიდიდან დედაქალაქის ცენტრში მოსახვედრად მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება.

როგორც ნორმუდს მიზისი აღნიშნავს, მას ძალიან მოსწონს ადგილი, სადაც ცხოვრობს… ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი საცხოვრებლიდან გადაშლილი ხედია — ქალაქის პანორამა, რომელიც დღისით თუ ღამით მშვენიერი სანახავია. თუმცა ქალაქზე მეტად ირგვლივ განლაგებული მთები ხიბლავს, როგორც ბუნებასთან კავშირის სიმბოლო. “ეს დეველოპერული პროექტი ბუნებასთან ჰარმონიაში იმყოფება და ამ მიზეზით ბევრი გამწვანება მაქვს, როგორც ბინაში, ისე გარეთ. აივანზე განთავსებული ფიჭვის ხეები კი ჩემი სამშობლოს, ლატვიის ბუნებას და გარემოს მახსენებს”.

საგულისხმოა, რომ Tbilisi Hills-ის მაცხოვრებლები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები, რომლებმაც საქართველო თავიანთ სამშობლოდ აირჩიეს. თითოეული მათგანი განსაკუთრებით აფასებს უსაფრთხო და გამწვანებულ გარემოს, ულამაზეს ხედებს ქალაქზე, ყაზბეგის მთაზე, სამების საკათედრო ტაძარსა და შავნაბადას მონასტერზე.

Tbilisi Hills Residences ძველი თბილისიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან — 15 კმ-ში და მასპინძლობს პირველ პროფესიონალურ გოლფის 18 ფოსოს მქონე მოედანს.

ვიდეო სერიები გაგრძელდება და უახლოეს მომავალში სხვა მეზობლებსაც გაგაცნობთ, თუმცა მანამდე კი საცხოვრებელ კომპლექსზე მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორია სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის როლი დღევანდელ სამყაროში?

Google Developer-ების თემები საქართველოში DevFest-ის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლებენ