in

10% ფასდაკლება თბილისი ჰილსის ყველა ნაკვეთზე – მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის

სულაც არ არის მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომ დროა, იყიდო მიწის ნაკვეთი და დაიწყო იმ სახლის შენება, რომელიც ყოველთვის გინდოდა გქონოდა. გასათვალისწინებელიც საკმაოდ ბევრია. რამდენად კარგი ადგილმდებარეობა ექნება შენს ვილას, როგორი ხედი იქნება შენი ფანჯრებიდან, ვინ იქნებიან შენი მეზობლები, რა აქტივობებით დაკავდები ყოველდღიურად, როგორ გაატარებ დღეს ან რას აღმოაჩენ ახალს, რაც აქამდე არ იცოდი. 

ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, ხშირად განსაზღვრავს შენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას, ცხოვრების წესსა და ბედნიერების ხარისხს. “თბილისი ჰილსი” კრწანისთან მდებარე ყველაზე მწვანე და პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ყველაფერი სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის მოწყობილი. კომპლექსი ისეა დაპროექტებული, რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად იგრძნოს ბუნებასთან ახლოს, ამასთან ერთად კი, მიიღოს კომფორტული და პრემიუმ ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობა. 

თბილისი ჰილსის ტერიტორია მოიცავს 331 ჰექტარს, რომლის 90% გამწვანებას, ხოლო დანარჩენი 10% განაშენიანებას ეთმობა. გამწვანებაში 60 ჰექტარზე გადაჭიმული, საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედნებიც შედის, რომელიც ევროპის საუკეთესო მოედნების ასეულში 34-ე ადგილს იკავებს. ტერიტორია საშუალებას იძლევა იცხოვრო მაქსიმალურად ჯანსაღად, დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით და შეცვალო შენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ.

“თბილისი ჰილსში” თითოეული მიწის ნაკვეთი 1100კვ.მ-დან იწყება, რათა თითოეულმა სახლმა შეინარჩუნოს სწორი თანაფარდობა შენობისა და გამწვანებულ ეზოს შორის, კომპლექსის გამწვანების გუნდი კი უზრუნველყოფს, რომ ვილების ეზოები ყოველთვის ხასხასა და მოვლილი იყოს.

ერთ-ერთი უნიკალური სერვისი, რაც “თბილისი ჰილსს” გამოარჩევს, მისი კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების გუნდია. კეთილმოწყობის გუნდი ტერიტორიის გამართულ ინფრასტრუქტურასა და მოწესრიგებულ გარემოს უზრუნველყოფს, ნებისმიერი პრობლემა, რაც შესაძლოა ტერიტორიაზე წარმოიქმნას სულ რამდენიმე წუთში იქნება მოგვარებული. მთლიანი კომპლექსი, გზები, ბილიკები და საერთო სივრცეები კი ყოველთვის სუფთაა და მოწესრიგებული. უსაფრთხოების გუნდთან ერთად, კომპლექსს 200-მდე კამერა იცავს, რაც შეუძლებელს ხდის ტერიტორიაზე უცხო პირის შემოსვლას.

“თბილისი ჰილსი” სწორედ ის ადგილია, სადაც ცხოვრებაზე ყოველთვის ოცნებობდით. უნიკალური ლოკაცია, სიმშვიდე, ხედები მთელ ქალაქზე და სასიამოვნო სამეზობლო, რომელიც ჰარმონიულ და ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის. კომპლექსში, განსაკუთრებით კი გამორჩეული რესტორნის, ONO at Hills-ის ულამაზეს ტერასაზე, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება და საღამო, რომლებიც არამხოლოდ კომპლექსის სტუმრებისთვის არის განკუთვნილი, არამედ ექსკლუზიურად რეზიდენტებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს ურთიერთობებს.

არ არის აუცილებელი, ასეთ დასახლებაში ცხოვრების სურვილი ან საკუთარი ვილის აშენებაზე ოცნება, მხოლოდ ფანტაზიად დარჩეს. სწორედ ასეთი სურვილების ასასრულებლად, მხოლოდ SOLO მომხმარებლები “თბილისი ჰილსის” ნებისმიერი მიწის ნაკვეთზე 10% ფასდაკლებას მიიღებთ. არჩევანი თქვენზეა, როგორი ნაკვეთი გსურთ, ხედის, ზომის თუ რელიეფის მიხედვით. გირჩევნიათ თქვენი საძინებლის ფანჯრები თბილისს გადაჰყურებდეს თუ შავნაბადას მონასტერს, ფასდაკლება ნებისმიერ ნაკვეთზე ვრცელდება.

[R]

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ახალი ფუნქციონალი განმეორებითი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა

გაიცანით „რიტმი” – ქართული ცეკვის მოტივებზე შექმნილი სასტუმროს კოსმეტიკა