Sport & Wellness პროექტის შესახებ
„თბილისი ჰილსი“ ახალ, უნიკალურ Sport & Wellness კომპლექსის დიზაინზე მუშაობას იწყებს.
პროექტი შესანიშნავ სივრცეს შესთავაზებს მათ, ვინც უპირატესობას ფიზიკურ კეთილდღეობასა და უკომპრომისო სრულყოფილებას ანიჭებს. ეს ადგილი „თბილისი ჰილსის“ ყველა მაცხოვრებლისთვის, გოლფის მოყვარულისთვის, ამბიციური პროფესიონალისთვისა თუ ნებისმიერი თქვენგანისთვის გამორჩეული სივრცე იქნება.
Sport & Wellness კომპლექსში გაერთიანდება შიდა და გარე სივრცეები, რომლებიც 2000 კვ.მ-ის ფართობის დახურულ შენობას, 600 კვ.მ-ის მოცულობის ღია სივრცესა და ღია აუზს მოიცავს. სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, 120 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება.
პროექტის არქიტექტურულ დიზაინზე დაყრდნობით, Sport & Wellness კომპლექსი ერთდროულად 200-მდე ვიზიტორს უმასპინძლებს, თითოეული ასპექტი კი ყველა სტუმრისთვის გათვლილი იქნება ისე, რომ განსაკუთრებული გამოცდილებები მიიღონ.
კომპლექსს ექნება უნიკალური მდებარეობა, რომელიც 360-გრადუსიან პანორამულ ხედს შემოგთავაზებთ შავნაბადას მონასტრის ხედისა და ქალაქის პეიზაჟებზე.
ობიექტები
„თბილისი ჰილსის“ ახალი პროექტი ჩვენი სტუმრებისა და მაცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ობიექტებში, რომლებიც უახლოეს მომავალში იგეგმება, განთავსებული იქნება საცურაო აუზები, მეზობლად კი — მზის აბაზანის მისაღები სივრცე, სადაც შეგეძლებათ მზის სხივებით დატკბეთ და საჭირო D ვიტამინითაც დაიმუხტოთ.
კომპლექსში იქნება კაფე ტერასაზე, საიდანაც განსაცვიფრებელი ხედებითა და მშვიდი ატმოსფეროთი დატკბებით, დაისვენებთ და ისიამოვნებთ. პარალელურად, შეგეძლებათ ითამაშოთ ჩოგბურთი, პიკელბოლი და ამავე ტერიტორიაზე ისიამოვნოთ 25-მეტრიანი საცურაო აუზით. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იქნება კლასიკური ცხელი და ორთქლის საუნები. გარდა ამისა, პროექტში გათვლილი იქნება დიდი ლაუნჯი და სამუშაო სივრცე მათთვის, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება კლუბის ტერიტორიის დატოვების გარეშე სურს.
არქიტექტურული ნაწილი
მრავალფუნქციურობისა და გასაოცარი ხედების გარდა, Sport & Wellness კომპლექსის პროექტი არქიტექტურითაც მოგხიბლავთ.
მისი დიზაინი ისე იგეგმება, რომ იდეალურად გაერთიანდეს პრაქტიკულობა და ესთეტიკური მიმზიდველობა, რაც მართლაც უნიკალურ თავგადასავალს შექმნის თითოეული თქვენგანისთვის.
მეორე სართულის ობიექტებში, მათ შორის ბარის ტერასაზე, ჯგუფურ სასწავლო ოთახებში, ფიტნეს ბარსა და ლაუნჯის სივრცეში, შეგეძლებათ ხედებით მზის პირდაპირი სხივების გარეშე დატკბეთ. ეს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შექმნის დამსვენებლებისათვის.
„დიზაინი, არქიტექტურა და მთელი რიგი მასალები, შეირჩევა მხოლოდ ერთი პრინციპით, რომ ჩვენი სტუმრებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, თბილი და სტუმართმოყვარე გარემო“.
პროექტის შემოქმედებითი გუნდი
„OAB Studio გამორჩეული არქიტექტურული კომპანიაა ესპანეთიდან, რომელიც „თბილისი ჰილსის“ პროექტის დიზაინის პარტნიორად შევარჩიეთ. მათი განსაკუთრებული გამოცდილებისა და შეუდარებელი შემოქმედების გამო, ვთვლით, რომ ჩვენი ხედვის ხორცშესხმისთვის საუკეთესო გუნდი ვიპოვეთ“.
OAB Studio დიდი ხანია, ინდუსტრიაში ცნობილია საკმაოდ ცნობილი ნამუშევრებით. ეს გუნდი თავდადებით შრომობს სრულყოფილებისთვის, რომელსაც მათი შექმნილი არქიტექტურული პროექტების არაერთი ჯილდოც ამტკიცებს. Kaplanaya Six Senses Hotel-მა 2022 წელს თურქეთში მიიღო Condé Nast Traveler Readers’ Choice-ის ჯილდო „საუკეთესო დანიშნულების სპა კურორტი მსოფლიოში“. ეს მიღწევა კიდევ უფრო ამყარებს მათი, როგორც ინდუსტრიის ლიდერების პოზიციას.
გარდა ამისა, მათი განხორციელებული პროექტის მიღწევები მოიცავს 2021 წლის Condé Nast Traveler Readers’ Choice Awards-ის ჯილდოს „ევროპის საუკეთესო კურორტებისთვის“ და 2020 წლის Departures Legend Awards-ის პრიზს საუკეთესო Wellness გამოცდილებისთვის. 2019 წელს Kaplanaya Six Senses Hotel-ს მიენიჭა საპატიო Hotel & Lodge Magazine World-ის საუკეთესოდ შესრულებული პროექტის ტიტულიც.
„თბილისი ჰილსის“ ახალი, უნიკალური და მრავალფუნქციური კომპლექსისთვის, OAB Studio საუკეთესო არჩევანია, რადგან მსოფლიოში ყველაზე წარმატებული Wellness პროექტის შემოქმედებითი გუნდია.
„მათი ცნობილი და განსაკუთრებული პროექტების შექმნის აღიარებული გამოცდილება და პორტფოლიო, კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ OAB Studio იდეალური პარტნიორი იქნება ჩვენი Sport & Wellness კლუბისთვის. მათ ყველა პროექტში აშკარად ჩანს, რომ გუნდისთვის ინოვაციები, მდგრადობა და თვალწარმტაცი არქიტექტურული სივრცეების შექმნა პრიორიტეტულია, რასაც ჩვენც ვიზიარებთ“.
„თბილისი ჰილსის“ შესახებ:
„თბილისი ჰილსი“ 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის სრული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ უძრავ ქონებასა და 60 ჰექტარზე გადაჭიმულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანს აერთიანებს.
„თბილისი ჰილსი“ არის ადგილი, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობას გთავაზობთ, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში აღმოაჩინოთ მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები და პრემიუმ ხარისხის ბინები, რომლებიც ეკოლოგიურ, ჯანსაღ გარემოსთან ერთად, თბილისის, მისი შემოგარენის, ყაზბეგის მთისა და შავნაბადას მონასტრის პანორამული ხედებით ატკბობს ათასობით რეზიდენტსა და სტუმარს.
ვინაიდან სიმწვანის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მშენებლობისთვის მთლიანი ფართობის მხოლოდ 10% გამოეყოფა სამომავლოდ.
[R]