„თბილისი ჰილსი“ ეს ის ადგილია, რომელიც სრულიად განსხვავებულ და უნიკალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გპირდებათ. მულტიფუნქციური პროექტი 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის სრული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ უძრავ ქონებასა და 60 ჰექტარზე გადაჭიმულ 18-ფოსოიან გოლფის მოედანს აერთიანებს.
„ჩვენ წარმოუდგენელ შესაძლებლობას გთავაზობთ, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთში აღმოაჩინოთ მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები და პრემიუმ ხარისხის ბინები, რომელიც ეკოლოგიურ, ჯანსაღ გარემოსთან ერთად, თბილისის, მისი შემოგარენის, ყაზბეგის მთისა და შავნაბადას მონასტრის პანორამული ხედებით ატკბობს ათასობით რეზიდენტსა და სტუმარს“, – გვიამბობს მარიამ ხარატი, „თბილისი ჰილსის“ მარკეტინგის მენეჯერი.
M: რა სახის უძრავი ქონებაა წარმოდგენილი „თბილისი ჰილსის “ ტერიტორიაზე?
ჩვენთან შეიძენთ სხვადასხვა სექტორზე არსებულ როგორც მიწის ნაკვეთებს, ასევე კერძო სახლებსა და აპარტამენტებს.
მიწის ნაკვეთების ყიდვის შემთხვევაში, თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ მიწის ნაკვეთი ხედისა და კვადრატულობის მიხედვით (1100 მ2–დან 11000 მ2–მდე). ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლების არქიტექტურული დიზაინი სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდება. ამ ეტაპისთვის, გახსნილია მიწის ნაკვეთების 3 სექტორი (C, C2 და I სექტორი), სადაც არსებული ნაკვეთების გაყიდვა აქტიურად მიმდინარეობს.
ჩვენთან იხილავთ უკვე დასრულებულ კერძო სახლებს, ე.წ „თაუნჰაუსებს“, რომლის დიზაინის პროექტი ქართული არქიტექტურული კომპანიის IM Architecture-ის მიერ არის შექმნილი. მათ ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მაქსიმალურად არის შენარჩუნებული სიმწვანე, რომ ჩვენს მაცხოვრებლებს ჯანსაღი გარემო შევუქმნათ. ეს სახლები ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რადგან როგორც ექსტერიერი, ასევე მისი შიდა განლაგების სტრუქტურა ძალიან თანამედროვედ, კომფორტულად და დიდი თუ პატარა ოჯახისთვის, სტრატეგიულადაა დაგეგმარებული.
აპარტამენტებს რაც შეეხება, მისი თავისუფალი შიდა გეგმარება საშუალებას გაძლევთ სურვილისამებრ შეცვალოთ კონფიგურაცია. თითოეული შენობა აღჭურვილია ლიფტით, რომელიც მოძრაობს სარდაფიდან ბოლო სართულამდე და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. თქვენი კომფორტის შესაქმნელად, ვხელმძღვანელობთ ევროპული სტანდარტით და შიდა კედლებში ვქმნით ხმის იზოლაციას, რომლის სისქე 200 მმ–ია.
M: რა დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობთ/ქმნით, უძრავი ქონების გარდა?
„თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე, როგორც მაღლა ვახსენე, გვაქვს გოლფის მოედანი, რომელიც ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. ის ერთადერთი პროფესიონალური, 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია საქართველოში. Ჩვენმა კლუბმა 5 წლის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. ურთიერთობა კი, რომელიც ჩვენი კლუბის წევრებთან და სტუმრებთან ამ დროის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, უძვირფასესია.
ასევე, ტერიტორიის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი რესტორანია, რომელიც გოლფის მოედნებითაა შემოსაზღვრული. ულამაზესი პეიზაჟების გარდა, გთავაზობთ დახვეწილ სამზარეულოსა და პრემიუმ ხარისხის მომსახურებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის საუკეთესო გამოცდილებას შექმნის. იოგა და საუზმე, გოლფი და ბრანჩი, ჯაზის, ღვინისა და ვახშმის საღამოები კი ჩვენი ვიზიტორების საყვარელ ღონისძიებებად იქცა.
M: როგორ უფრთხილდებით და ინარჩუნებთ მწვანე გარემოს?
სიმწვანის შენარჩუნება ჩვენი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამას მოწმობს ჩვენი 2022 წლის გამარჯვება FIABCI-ის პროექტში, სადაც „თბილისი ჰილსი“ ყველაზე ენერგოეფექტურ და მწვანე პროექტად დასახელდა (“energy efficient and green development category”).
ვინაიდან პრიორიტეტი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაა, მშენებლობისთვის მთლიანი ფართობის მხოლოდ 10% გამოეყოფა სამომავლოდ, დანარჩენი ნაწილი კი, გამწვანებას დაეთმობა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ჰარმონიული ბალანსი ბუნებასთან და ეკოლოგიურ კეთილდღეობასთან.
M: რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ „თბილისი ჰილსი“ ერთი დიდი ოჯახია?
ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ საზოგადოებრივი ურთიერთობები, მაცხოვრებლებმა დაამყარონ კავშირები და გააზიარონ საკუთარი გამოცდილებები ერთმანეთთან. ამაში ჩვენი სოციალური ღონისძიებები, რესტორანი, გოლფის მოედნები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გვეხმარება.
M: გვიამბეთ გუნდზე, რომელიც „თბილისი ჰილსის“ პროექტს ქმნის…
პროექტი გამოცდილმა გუნდმა შექმნა, რომელმაც „თბილისი ჰილსის“ გარდა წარმატებით განახორციელა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სტანდარტების შესაბამისი მრავალფეროვანი პროექტები. დეტალებზე ორიენტირებულობა, არქიტექტურული დიზაინის მაქსიმალური სიზუსტე, სრულყოფაში მოყვანა და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება მათ თავის საქმეში პროფესიონალებად აქცევს.
M: რა გაითვალისწინეთ არქიტექტურული მხარის დაგეგმვისას?
„თბილისი ჰილსი” დიდ ყურადღებას აქცევს არქიტექტურულ სტანდარტებს. ჩვენ საკმაოდ ცნობილ და გამოცდილ არქიტექტორებთან / დიზაინერებთან გვიმუშავია უამრავ პროექტზე, რომელიც ახლა უკვე ჩვენი მაცხოვრებლების საოცნებო სახლად იქცა.
ამავდროულად, სამომავლოდ განხორციელდება ახალი სპორტულ–გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომლის არქიტექტურულ დიზაინს ესპანური კომპანია OAB Studio შემოგვთავაზებს. მათმა ნაუშევარმა არაერთი მსოფლიო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ბოლო 4 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ლანდშაფტის საერთაშორისო გამოცდილების მქონე იტალიელი დიზაინერები გვესტუმრებიან სხვადასხვა დანიშნულების რეკრეაციული ზონის დასაპროექტებლად.
M: რა დანიშნულება აქვს პროექტის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს?
„თბილისი ჰილსი“ უსაფრთხო და მაქსიმალურად დაცულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის თავისი მაცხოვრებლებისთვის. სარემონტო დეპარტამენტის გარდა, სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტი გულმოდგინედ მუშაობს თითოეული რეზიდენტის კეთილდღეობისთვისა და სიმშვიდის შესაქმნელად. გუნდი შედგება გამოცდილი პერსონალისგან, რომელიც იყენებს სათვალთვალო სისტემებსა და 24/7 მონიტორინგს. მომსახურება მოიცავს კომპლექსში პატრულირებასა და მის კონტროლს, რომელიც მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე, 130 სათვალთვალო კამერის საშუალებით.
კეთილმოწყობის (ტერიტორიის მოვლა–პატრონობა) დეპარტამენტის თითოეული წევრი პასუხისმგებელია ძირითადი ინფრასტრუქტურის, ობიექტებისა და საერთო ტერიტორიების მოვლა–პატრონობაზე. თითოეული რეზიდენტი კი უზრუნველყოფილია მისი საცხოვრებელი ტერიტორიისა და მისი შემოგარენის დასუფთავებით, რაც მოიცავს განაშენიანებული ნაწილის გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების წმენდას, აპარტამენტისა თუ კერძო სახლის ყოველდღიური დალაგების მომსახურებას, არსებული ნაგვის ურნების რეცხვას, გარე განათების უზრუნველყოფასა და გამწვანებას.
M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები…
ამჟამად, გთავაზობთ მოსახერხებელ საკურიერო მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენი რეზიდენტების მრავალფეროვან საჭიროებებს. სამომავლოდ, ჩვენი მიზნები მოიცავს „ქალაქში ქალაქის“ კონცეფციას თბილისთან ახლოს, სადაც გაერთიანდება სუპერმარკეტების ქსელი, აფთიაქი, სკოლა, სასტუმრო, ჩოგბურთის კორტები, სპა, ღია და დახურული აუზები, სპორტდარბაზი, ტყის პარკი და უამრავი ადაპტირებადი სივრცე, რომელიც სავსე იქნება შესაძლებლობებით.
[R]