in

ცოცხალი გრუვი და სხეულის რიტმი: NAKASHA თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის Producers Battle-ზე

ჰიპ-ჰოპის ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ნაწილი მიკროფონის მიღმა იწერება. სანამ MC პირველ ხაზს დაარტყამს, ინსტრუმენტალში უკვე დევს ყველაფერი, რაც ტრეკის ბედს განსაზღვრავს: დრამის swing, ვინილიდან ამოჭრილი რამდენიმეწამიანი სემპლი, სუბ-ბასის წნევა, პაუზა ან ხმაური, რომელსაც პროდიუსერი სრულიად ახალ კონტექსტში ათავსებს.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის ფილოსოფიაში ბითმეიქინგი მეორეხარისხოვანი ფონი არასდროს ყოფილა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტის შინაარსობრივ ბირთვს სწორედ ვინილის კულტურა, sampling-ი და digging-ი წარმოადგენს, ხოლო გრძელვადიან მიზანს — ქართული ბითმეიქინგ სცენისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც პროდიუსერი კულისებიდან სცენის ცენტრში ინაცვლებს და მთავარი არტისტის ადგილს თავად ბითი იკავებს.

სწორედ ამ იდეის კულმინაციაა Producers Battle, რომლის ოფიციალური წარმდგენია McDonald’s — ბრენდი, რომელიც Tbilisi Hip-Hop Festival-თან ერთად ურბანული მუსიკის, ახალგაზრდული თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტული კულტურის მხარდამჭერად გვევლინება.

17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ის ინდუსტრიულ სივრცეში, ბეთლი ოლიმპიური სისტემით (1v1 Playoff) გაიმართება.

NAKASHA (ალექსანდრე ნაკაშიძე) მულტიინსტრუმენტალისტია: დრამერი, ბასისტი, გიტარისტი და ექსპერიმენტული კოლექტივის, Didube Records-ის წევრი. როგორც მან Billboard Georgia-სთან საუბარში აღნიშნა, მუსიკის შექმნას მკაცრად გაწერილ რუტინაზე მეტად ცეკვასა და თამაშს ადარებს.

მისი გამოცდილება პირდაპირ საკონცერტო სივრციდან მოდის. ჯერ კიდევ 2023 წელს, პირველი არხის „აკუსტიკაში“ (1TV), ნაკაშიძე ბენდ „ნუ მიეყრდნობით“-თან ერთად გიტარაზე უკრავდა. შესაბამისად, როდესაც NAKASHA-ს ბითებში ცოცხალ groove-სა და რიტმულ დინამიკას ვგრძნობთ, ეს სცენური ინსტრუმენტული პრაქტიკის შედეგია. ამას ემატება Didube Records-ის იდეოლოგია, რომელსაც TSAMusic-ის მიმოხილვა დამოუკიდებლობისა და თვითგანათლების ფორმად ახასიათებს.

ამის საუკეთესო მაგალითია 2026 წლის ნამუშევარი ALAGALA G, რომელიც NAKASHA-მ Denivarlevy-სთან კოლაბორაციით შექმნა. როგორც Billboard Georgia წერდა, ტრეკი სახლის ერთობლივი სესიისას დაიბადა: Denivarlevy-ს ინსტრუმენტალზე ნაკაშამ ბასის პარტია მყისიერად ჩაწერა, რასაც ორგანულად მოჰყვა ვოკალური სემპლები და პერკუსიული შრეები. ეს არის production როგორც ცოცხალი ქიმია.

NAKASHA-ს ფუნდამენტი ფანკია. მისი გავლენები ორ უკიდურესობას აერთიანებს: ერთ მხარეს James Brown-ის Sex Machine-ის გენიალური ეკონომიურობა (ერთი რიფი, ერთი მყარი გრუვი და ზუსტად დასმული snare), მეორე მხარეს კი — Louis Cole-ის ტექნიკური ვირტუოზულობა და რიტმული თამაშები.

მისი არსენალი მარტივია: დრამის ჯოხები და ხმამაღალი მონიტორები. კითხვაზე, რა აკლია დღეს ქართულ სცენას, პასუხი მზადაა: „მე ვაკლივარ!“

Tbilisi Hip-Hop Festival 2026 — ოფიციალური საინფორმაციო ბლოკი

პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს:

  • 🏆 Red Bull Dance Your Style — ქუჩის ცეკვის 1-on-1 ბეთლები.

  • 🎨 Graffiti Battle — ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი მონუმენტური ნახატები.

  • 🔊 Sioni Hi-Fi Soundsystem — ვინილის, რეგის, დაბისა და მძიმე ბასის ტრადიციული საუნდსისტემა.

  • 📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ჟანრის საკულტო ფოტოარქივი.

  • 🎬 Cinema Zone — თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების უწყვეტი ჩვენება.

თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026

კარები იხსნება: 12:00 საათზე

ლოკაცია: Factory Tbilisi (აკაკი წერეთლის გამზ. 114)

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (11–17 წლის არასრულწლოვნები დაიშვებიან მხოლოდ ბილეთიან მშობელთან ერთად)

ბილეთები: ხელმისაწვდომია პლატფორმებზე TKT.GE და Biletebi.ge

ოფიციალური ვებგვერდი: tbilisihiphop.com

Spotify Official Playlist: Tbilisi Hip-Hop Festival Playlist

ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

გენერალური სპონსორი: betlive

მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop

საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories

Illustration By: Lost & Found

„ყველა შენი ახალი სიმღერა შენი პირველი სიმღერაა“ – ცოტნე გორგოშიძე

Producers Battle 2026: Denivarlevy და ერთი სემპლით აგებული 90-წამიანი კინო