ჰიპ-ჰოპის ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ნაწილი მიკროფონის მიღმა იწერება. სანამ MC პირველ ხაზს დაარტყამს, ინსტრუმენტალში უკვე დევს ყველაფერი, რაც ტრეკის ბედს განსაზღვრავს: დრამის swing, ვინილიდან ამოჭრილი რამდენიმეწამიანი სემპლი, სუბ-ბასის წნევა, პაუზა ან ხმაური, რომელსაც პროდიუსერი სრულიად ახალ კონტექსტში ათავსებს.
Tbilisi Hip-Hop Festival-ის ფილოსოფიაში ბითმეიქინგი მეორეხარისხოვანი ფონი არასდროს ყოფილა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტის შინაარსობრივ ბირთვს სწორედ ვინილის კულტურა, sampling-ი და digging-ი წარმოადგენს, ხოლო გრძელვადიან მიზანს — ქართული ბითმეიქინგ სცენისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც პროდიუსერი კულისებიდან სცენის ცენტრში ინაცვლებს და მთავარი არტისტის ადგილს თავად ბითი იკავებს.
სწორედ ამ იდეის კულმინაციაა Producers Battle, რომლის ოფიციალური წარმდგენია McDonald’s — ბრენდი, რომელიც Tbilisi Hip-Hop Festival-თან ერთად ურბანული მუსიკის, ახალგაზრდული თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტული კულტურის მხარდამჭერად გვევლინება.
17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ის ინდუსტრიულ სივრცეში, ბეთლი ოლიმპიური სისტემით (1v1 Playoff) გაიმართება.
Lucaroi (ლუკა სებისკვერაძე) ბეთლის მონაწილეებს შორის ყველაზე სრულყოფილად აერთიანებს შემსრულებლის, სიმღერების ავტორისა და ხმის არქიტექტორის როლებს.
„Live it off, eat it off… We’ll move slow, but keep it up.“
ამის თვალსაჩინო ნიმუშია მისი 2025 წლის სინგლი Ms Policeman, სადაც ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, ვოკალი, მიქსინგი, მასტერინგი და თავად პროდიუსინგი სრულად მის სახელს უკავშირდება. როგორც არტისტმა Billboard Georgia-სთან საუბარში განმარტა, სამოქალაქო პოზიციის გადმოსაცემად Gospel-ისა და Afrobeats-ის შერწყმა აირჩია. მისთვის ინსტრუმენტალი არასდროს არის მხოლოდ ვოკალის ქვეშ დადებული ფონი — ხმა, სიტყვა და რიტმი ერთიანი ნარატივის თანაბარუფლებიანი ნაწილებია.
Tbilisi Newcomers 2023-ის ფინალიდან და Elektrowerk-ის ლაივიდან დაწყებული გზა 2026 წელს კიდევ უფრო გაფართოვდა — Amazon Music-სა და სხვა სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვიდა მისი რელიზები: Waffles, Killin Off და trust your momma.
Producers Battle-ზე Lucaroi-ს შემოქმედება ყველაზე შიშველ ფორმამდე დადის: რა რჩება, როცა ვოკალური ჰარმონიები და ტექსტი ქრება და ცენტრში მხოლოდ მისი ბითი დგება?
მისი მუსიკალური დნმ-ის საძირკველში Madvillain-ის საკულტო ჩანაწერი Accordion დევს — ტრეკი, რომელმაც კომპლექსური რიტმისა და მინიმალისტური, მაგრამ მომენტალურად ცნობადი production-ის ძალა დაანახა. გავლენების ველიც თამამი და ეკლექტურია: MF DOOM, Frank Zappa და Big L.
საყურადღებოა მისი სამუშაო რიტუალიც: სანამ აპარატურას ჩართავს, Lucaroi რამდენიმე წუთს აბსოლუტურ სიჩუმეში ატარებს, რათა ხმის დამატებამდე გონება სრულად განულდეს. 17 ოქტომბერს ამ სიჩუმის მიზანი საპირისპიროა — 90 წამში ისეთი მუხტი შეიქმნას, რომელიც მსმენელს ადგილზე გააჩერებს.
Tbilisi Hip-Hop Festival 2026 — ოფიციალური საინფორმაციო ბლოკი
პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს:
-
🏆 Red Bull Dance Your Style — ქუჩის ცეკვის 1-on-1 ბეთლები.
-
🎨 Graffiti Battle — ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი მონუმენტური ნახატები.
-
🔊 Sioni Hi-Fi Soundsystem — ვინილის, რეგის, დაბისა და მძიმე ბასის ტრადიციული საუნდსისტემა.
-
📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ჟანრის საკულტო ფოტოარქივი.
-
🎬 Cinema Zone — თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების უწყვეტი ჩვენება.
თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026
კარები იხსნება: 12:00 საათზე
ლოკაცია: Factory Tbilisi (აკაკი წერეთლის გამზ. 114)
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (11–17 წლის არასრულწლოვნები დაიშვებიან მხოლოდ ბილეთიან მშობელთან ერთად)
ბილეთები: ხელმისაწვდომია პლატფორმებზე TKT.GE და Biletebi.ge
ოფიციალური ვებგვერდი: tbilisihiphop.com
Spotify Official Playlist: Tbilisi Hip-Hop Festival Playlist
ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი
გენერალური სპონსორი: betlive
მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop
საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories
Illustration By: Lost & Found











