in

თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის Producers Battle: Alleycat და ბითი, რომელსაც ზედმეტი გაპრიალება არ სჭირდება

ჰიპ-ჰოპის ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ნაწილი მიკროფონის მიღმა იწერება. სანამ MC პირველ ხაზს დაარტყამს, ინსტრუმენტალში უკვე დევს ყველაფერი, რაც ტრეკის ბედს განსაზღვრავს: დრამის swing, ვინილიდან ამოჭრილი რამდენიმეწამიანი სემპლი, სუბ-ბასის წნევა, პაუზა ან ხმაური, რომელსაც პროდიუსერი სრულიად ახალ კონტექსტში ათავსებს.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის ფილოსოფიაში ბითმეიქინგი მეორეხარისხოვანი ფონი არასდროს ყოფილა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტის შინაარსობრივ ბირთვს სწორედ ვინილის კულტურა, sampling-ი და digging-ი წარმოადგენს, ხოლო გრძელვადიან მიზანს — ქართული ბითმეიქინგ სცენისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც პროდიუსერი კულისებიდან სცენის ცენტრში ინაცვლებს და მთავარი არტისტის ადგილს თავად ბითი იკავებს.

სწორედ ამ იდეის კულმინაციაა Producers Battle, რომლის ოფიციალური წარმდგენია McDonald’s — ბრენდი, რომელიც Tbilisi Hip-Hop Festival-თან ერთად ურბანული მუსიკის, ახალგაზრდული თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტული კულტურის მხარდამჭერად გვევლინება.

17 ოქტომბერს, Factory Tbilisi-ის ინდუსტრიულ სივრცეში, ბეთლი ოლიმპიური სისტემით (1v1

Alleycat-ის შემთხვევაში აქცენტი მყისიერად გადადის მიწისქვეშა, ნედლ ტერიტორიაზე: sample-chopping, dusty loops, მძიმე boom-bap დრამები და უკომპრომისო დინამიკა.

მისი ხედვა იმ ოქროს ეპოქას ეხმიანება, სადაც პროდიუსერის ხასიათი სწორედ ნაკლოვანებებში იკითხებოდა — ვინილის შრიალში, მილიწამით „არასწორად“ დაჭრილ მარყუჟში და დრამში, რომელიც ციფრულ grid-ს ხელოვნურად არ ემორჩილება და სწორედ ამ ადამიანური მიკრო-ცდომილებებით იძენს ნამდვილ გრუვს-ს.

ეს მიდგომა მხოლოდ ესთეტიკური პოზა არ არის — მის უკან რეალური დოკუმენტაცია დგას. 2023 წელს Proved Records-მა გამოაქვეყნა ალბომი Cozy K – The Producers (YouTube), სადაც ბითების ავტორებად AlleyCat, Giorgi Pitskhelauri და Moku J არიან მითითებული. ეს ნამუშევარი იმავე წელს გამოცემა Hello/Leavingstone-ის წლის საინტერესო ქართული რელიზების სიაშიც მოხვდა.

მის ჟღერადობაში 90-იანების boom-bap-თან ერთად G-Funk-ისა და სამხრეთული ჰიპ-ჰოპის ბასები იგრძნობა, გარდამტეხ ინსპირაციად კი Schoolboy Q-ს John Muir-ს ასახელებს.

Alleycat-ის შემოქმედებითი პროცესი ვიზუალური ასკეტიზმია: ის ოთახს ბოლომდე აბნელებს, რათა თვალმა ყური არ მოატყუოს. რჩება მხოლოდ აკუსტიკა. ამ სიბნელეში სემპლი ნედლეულია — ჭრა, pitch-ის შეცვლა, ფილტრაცია და დრამის ქვეშ ისეთი ჩაჯენა, რომ მოკლე ფრაგმენტმა მთელი დარბაზის ჰაერი შეცვალოს.

მისთვის იდეალური MC Boldy James-ია — ცივი, აუჩქარებელი delivery, რომელსაც ზედმეტი დეკორაციები არ სჭირდება. Alleycat-ის ამოცანა ბეთლზე კი ლაკონიურია: დარბაზს 90 წამში გაუჩინოს ერთადერთი რეაქცია: „ეს ტიპი აქამდე სად იყო?!“

Tbilisi Hip-Hop Festival 2026 — ოფიციალური საინფორმაციო ბლოკი

პირველი Tbilisi Hip-Hop Festival 17 ოქტომბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება და მუსიკასთან ერთად ჰიპ-ჰოპის ყველა კულტურულ განზომილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს:

  • 🏆 Red Bull Dance Your Style — ქუჩის ცეკვის 1-on-1 ბეთლები.

  • 🎨 Graffiti Battle — ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი მონუმენტური ნახატები.

  • 🔊 Sioni Hi-Fi Soundsystem — ვინილის, რეგის, დაბისა და მძიმე ბასის ტრადიციული საუნდსისტემა.

  • 📸 ფოტოგამოფენა: „50 Iconic Moments of Hip-Hop History“ — ჟანრის საკულტო ფოტოარქივი.

  • 🎬 Cinema Zone — თემატური დოკუმენტური და მხატვრული ფილმების უწყვეტი ჩვენება.

თარიღი: 17 ოქტომბერი, 2026

კარები იხსნება: 12:00 საათზე

ლოკაცია: Factory Tbilisi (აკაკი წერეთლის გამზ. 114)

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ (11–17 წლის არასრულწლოვნები დაიშვებიან მხოლოდ ბილეთიან მშობელთან ერთად)

ბილეთები: ხელმისაწვდომია პლატფორმებზე TKT.GE და Biletebi.ge

ოფიციალური ვებგვერდი: tbilisihiphop.com

Spotify Official Playlist: Tbilisi Hip-Hop Festival Playlist

  • ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

  • გენერალური სპონსორი: betlive

  • მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Zoommer, Smart, JBL, McDonalds, Nabeghlavi, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Subway, Dunkin’, Mugsy’s Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop

  • საინფორმაციო პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online, Fortuna +, Ambebi.Ge, Palitra News, Araki Stories

  • Illustration By: Lost & Found

ტრეკის სრული არქიტექტორი: Lucaroi თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის Producers Battle-ზე

რას გვასწავლის კვლევები AI-ის სამსახურში გამოყენებაზე?