1
May
2019

თბილისი ავსტრიის პრინცის საავტორო გადაცემაში

1 May 2019

„წლების წინ, თქვენ როცა საქართველოს ან თბილისს გაიგონებდით, მაშინვე გახსენდებოდათ: ომი, კონფლიქტები… თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ხელოვნების, მოდისა და მუსიკის გამო, ეს ადგილი მსოფლიოდან სტუმრებისთვის, განსაკუთრებულ საიდუმლოებებს ინახავს. წამომყევით და ჩემთან ერთად აღმოაჩინეთ კავკასიის მარგალიტი – თბილისი“ – გადაცემა “Hubertus JAGD“ (ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ბმულს ან ქვემოთ მოცემულ ფოტოებს).

„ჰუბერტუსის ნადირობა“ ავსტრიის პრინცის, ჰუბერტუს ფონ ჰოენლოეს გადაცემაა, რომლის ფარგლებშიც ის დადის და სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობაზე სიუჟეტებს ამზადებს, Red Bull-ის არხისთვის. მოთხილამურე, ფოტოგრაფი, მუსიკოსი, პრინცი დაბადებიდან – ეს ჰუბერტუს ფონ ჰოენლოეა.

ვფიქრობ, შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ აღმოაჩინო თბილისი და ამ მოგზაურობის ამაღელვებელი სული აღბეჭდო.

როგორ გახდა თბილისი ნამდვილი საერთაშორისო ადგილი? როგორია ქართველი ხალხის სული? როგორია ღვინის, ცეკვის, სიმღერისა და მუსიკის ქვეყანა? რას ნიშნავს „თბილისი ახალი ბერლინია?“

ზოგიერთი ქუჩა ისეთია, რომ გგონია, ლონდონში ან პარიზში დასეირნობ; ჩემნაირი ფოტოგრაფებისთვის თბილისი საუკეთესო ადგილია, რადგან ყველა კუთხეში რაღაცის აღმოჩენა შეგიძლია, – ჰუბერტუსი.

ესაა სიუჟეტი, სადაც ჩანს საქართველოს ღირსშესანიშნაობები, კულტურული, კულინარიული, მუსიკალური, ისტორიული, ეთნოგრაფიული თავისებურებები.

განხილვა