22-24 მაისს თბილისი რიგით 27-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები იქნებიან. წელს ჯაზფესტივალს პირველად უმასპინძლებს რუსთაველის ეროვნული თეატრი.
22 მაისი
- 21:00 – ჩეხეთის საელჩო და ჩეხეთის კულტურის ცენტრი წარმოადგენს ჯგუფს ჰერაკ ბულატკინი პროექტით „ერისიუმი“ (Herak/Bulatkin “Elysium”)
- 22:00 – ბილ ფრიზელის ტრიო (BILL FRISELL TRIO)
გრემის მფლობელი ამერიკელი გიტარისტის, ბილ ფრიზელის კარიერა 40 წელზე მეტს ითვლის. ის 1980-იან წლებში, როგორც სტუდიური მუსიკოსი და ლიდერი ხმის ჩამწერ კომპანია ECM Records-იდან გახდა ცნობილი. ფრიზელის კარიერა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სტუდიურ ჩანაწერს მოიცავს, რომლებიც ჟურნალმა Downbeat შეაფასა, როგორც ათწლეულის საუკეთესო ჩანაწერების კრებული. ამჟამად იგი თანამშრომლობს ხმის ჩამწერ კომპანიასთან Blue Note. ბილ ფრიზელი აღიარებულია ამერიკის ყველაზე პროდუქტიულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოცდაერთ არტისტს შორის. ფრიზელს თავისი კარიერის მანძილზე უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. იგი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ბონო, რობერტ პლანტი, პეტ მეტენი, მაკოი ტაინერი, რუიჯი საკამოტო, ორნეტ კოლმანი და მრავალი სხვა.
ბილ ფრიზელი თბილისს ესტუმრება თავის ტრიოსთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან ტომას მორგანი Thomas Morgan (კონტრაბასი) და რუდი როუსტონი Rudy Royston (დასარტყამი ინსტრუმენტი)
23 მაისი
21:00 – კალდერაცო, პატიტუჩი, ვექლი (CALDERAZZO-PATITUCCI-WECKL)
ჯონ პატიტუჩი – ბასი
დეივ ვექლი – დასარტყამი ინსტრუმენტი
ჯოი კალდერაცო – ფორტეპიანო
2024 წლის გაზაფხულზე ეს იქნება ვარსკვლავური ტრიოს პირველი ევროტური.
ჯონ პატიტუჩი – ორი გრემის ჯილდოს მფლობელი, წარდგენილი იყო გრემის თხუთმეტზე მეტ ნომინაციაში.
დეივ უეკლი – ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ტექნიკურად ნიჭიერ ჯაზ/ფუჟენ დრამერი. მნიშვნელოვანია მისი თანამშრომლობა ლეგენდებთან, მათ შორის ჯორჯ ბენსონი, ჩიკ კორეა, პოლ საიმონი და ბევრ სხვა.
ჯოი კალდერაცო – თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი და კომპოზიტორი. მოთხოვნადი მუსიკოსი და ჯაზის საუკეთესო ბენდების ელიტარული წევრი. ის მუშაობდა ჯაზის ისეთ გენიოსებთან, როგორებიც არიან: მაიკლ ბრეკერი, ბრენფორდ მარსალისი, ჯეკ დეჯონეტი, დეივ ჰოლანდი. კალდერაცოს ჩაწერილი აქვს ცამეტი ალბომი.
24 მაისი
21:00 – სთეისი კენტი (STACEY KENT)
გრემის ნომინანტი, სთეისი კენტი, ბრუნდება საქართველოში საქსოფონისტ, კომპოზიტორ ჯიმ ტომლინსონთან (Jim Tomilson) და პიანისტ არტ ჰირაჰარასთან (Art Hirahara) ერთად. სთეისი თბილისის ჯაზფესტივალზე წარმოგვიდგენს ჯაზის ჩარტების ლიდერ ალბომს “Summer Me, Winter Me.” მას გაყიდული აქვს 2 მლნ. მეტი ალბომი და 500 მლნ. სტრიმი სპოტიფაიზე. სთეისის მიღებული აქვს ჯილდოები:
საუკეთესო ვოკალისთვის Jazz Japan Award 2018
საუკეთესო წარმოდგენისთვის Jazz Music Award 2022
ელა ფიცჯერალდის სახელობის პრესტიჟული ჯილდო 2023 Montreal Jazz
სთეისი კენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველასგან განსხვავებულ ჯაზვოკალისტად აღიარეს.
ფესტივალის სტუმრებისთვის რუსთაველის თეატრის კარი 19:00 საათზე გაიღება.
- ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
- მხარდამჭერები – კულტურისა და სპორტისა სამინისტრო, თბილისის მერია
- ოფიციალური სპონსორი – ვიზა
- სპონსორები – მაზდა, ისი პარი
- ფესტივალის მონაწილეებს მასპინძლობს სასტუმრო თბილისი მარიოტი
- საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტჟურნალი მარკეტერი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეტი, სარეკლამო სააგენტო ალმა
- ფესტივალის ორგანიზატორი – კომპანია ისთერნფრომოუშენსი
ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 15%-იანი ფასდაკლება
[პარტნიორის კონტენტი]