in

25-28 მარტს, თბილისში, 23-ე ჯაზ-ფესტივალი ტარდება

25-28 მარტს, თბილისი, რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები არიან: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი, საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.  

BOG
BOG

„ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზის ლეგენდებთან ერთად, სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო“.

ფესტივალს, 25 მარტს, რუსთაველის თეატრში, ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო წარდგება. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს, კლუბ „ზინგერში“, გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენელის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

28 მარტს, რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.

ფესტივალის ბოლო დღეს კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება – კლუბი „ზინგერი“, ამჯერად, გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

„ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს, 26 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს. 28 მარტს კი, რუსთაველის თეატრში, სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს“.

თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“. ღონისძიების მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი სტატუს“ ბარათის მფლობელებისთვის, ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

[R]

საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება

ამბავი ორ ლეგენდაზე: ჩოგბურთელსა და მისი სახელობის ბოტასზე – Adidas-ის რეკლამა