in

6 ივლისს, თბილისის ჯაზ-ფესტივალი იწყება 

6-8 ივლისს, თბილისი, რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების წლევანდელი მონაწილეებიც, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად.

წელს, ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პირველი კონცერტი, 6 ივლისს, სწორედ მუზეუმის ეზოში გაიმართება – მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად. მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

ფესტივალი ჩატარდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვლამდე უნდა წარმოადგინონ ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორი დოზა), ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის (PCR ან სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი.

თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ „ისთერნ პრომოუშენსი“ და „თიბისი კონცეპტი“. ღონისძიების ოფიციალური სპონსორია „ვიზა“, პარტნიორი – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.

მედია-მხარდამჭერები: ჟურნალი “Marketer.ge”, „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, „ალმა“. ფესტივალის მონაწილეების მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“.

ბილეთები უკვე იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი „ქეშბექი“.

ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე გენერატორი ყველა მოწყობილობას 7 დღის სამყოფ ენერგიას მიაწვდის

ნახეთ: LEGO-მ თავისი უდიდესი ნაკრები შექმნა, რომელიც 11 000-ზე მეტი ნაწილისგან შედგება