in

თბილისს 2024 წლის ჯაზ ფესტივალზე ლეგენდარული მუსიკოსები ეწვევიან.

თბილისის 2024 წლის ჯაზ ფესტივალისთვის მზადება დაიწყო – ფესტივალი 22 მაისს დაიწყება და ტრადიციულად სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ მუსიკალურ მოგზაურობას გვპირდება.

პირველი დღე დანიური კვარტეტით, Herak/Bulatkin-ით გაიხსნება, რომლებიც  ჯაზ იმპროვიზაციებს ცენტრალური ევროპის ფოლკ ელემენტებს უხამებენ. პროექტს ჯაზ პროდიჯი, დანიელ ბულატკინი ხელმძღვანელობს.

ამავე საღამოს ლეგენდარული ბილ ფრისელის ტრიო ქართველ აუდიტორიას განსაკუთრებულ პროგრამას შესთავაზებს. წლების განმავლობაში გიტარისტის მრავალფეროვანმა ჟღერადობამ ჯაზ მუსიკის საზღვრები გააღვია და მას მუსიკოსების წრეში დიდი ავტორიტეტი შესძინა.

23 მაისს, ჯაზ ფიუჟენის 3 გამორჩეული ფიგურა საკუთარ ძალებს გააერთიანებს – ჯოი კალდერაცო თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიანისტი, რომელმაც 13 ალბომი გამოუშვა და თითქმის ყველა დიდ ჯაზ მუსიკოსთან ითანამშრომლა. ბასისტი ჯონ პატიტუჩი, რომელიც უეინ შორტერის კვარტეტში უკრავდა და 15-ჯერ იყო ნომირირებული გრემის ჯილდოზე, საიდანაც ორი მოიგო. დეივ უეკლი ამ საუკუნის გავლენიანი და ტექნიკურად სრულყოფილი ჯაზ დრამერია, რომელიც თანამშრომლობდა ჯორჯ ბენსონთან, ჩიკ კორეასთან და პოლ საიმონთან.

24 მაისს ფესტივალს სტეისი კენტი დახურავს, რომლის ხავერდოვანმა ხმამ და ელეგენტურმა შესრულების მანერამ იგი ჯაზ სამყაროს ნამდვილ მარგალიტად აქცია და დარწმუნებული ვარ ქართველი მსმენელისთვისაც არანაკლებ სასიამოვნო იქნება მისი შემდგომი მოსმენა.

ფესტივალის ბილეთების შეძენა TKT.GE-ს ბმულზე შეგიძლიათ.

ანიმაციური ვიდეორგოლი დედა-შვილის კავშირზე

Liquid Death-მა უჩვეულო პერსონაჟი შექმნა — Murder Man