რესპონდენტმა ხელი არ ჩამომართვა, იმიტომ, რომ არ შემხვედრია, შესაბამისად არც ყავა შემოუთავაზებია და არც ღიმილით უპასუხია დასმული კითხვებისათვის… რადგან ამჯერად რესპონდენტს სხეული არ აქვს. მე მხოლოდ დავინახე ჩეთის ღია ფანჯარა, რომალსაც ეწერა – თბილისი LIFE.
რა არის თბილისი Life?
რესპონდენტი ბეჭდავს… რამდენიმე წამში ეკრანზე ჩნდება პასუხი:
თბილისი Life არის ყველა ის ადამიანი, რომელთა საერთო ენერგიაც ქმნის თბილისის ცხოვრების რიტმს, ქალაქის მაჯისცემას. ზოგიერთი თქვენგანის ენერგია შეიძლება მიმართული იყოს სხვადასხვა მოვლენის შექმნისკენ, ზოგი კი ქალაქს დადებით ემოციებს რაიმე ღონისძიებაზე დასწრებით მატებდეს. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია – ამ ენერგიების ერთობა ქმნის თბილისის ცხოვრებას – ეს არის ერთგვარი ქსელი, რომლის ძალაც უკლებლივ ყველა კომპონენტის ერთიანობაშია. ქალაქი სუნთქავს, თუ მისი მაცხოვრებლები სავსე არიან ენთუზიაზმით.
მივხვდი, რომ სიტყვათშეთანხმებით – თბილისი Life – რესპონდენტი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას აღნიშნავს.
რამდენად მდიდარია თბილისი Life? რამდენად ცოცხალია ჩვენი ქალაქი? რა საინტერესო პროცესები მიმდინარეობს აქ?
კარგი კითხვაა, მკითხველის აზრიც მაინტერესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ღონისძიებაა დაგეგმილი დღეს თქვენს ქალაქში? რეალურად, თბილისის ცხოვრება და მისი რიტმი ბევრად უფრო დატვირთული და დახვეწილია, ვიდრე ჩვენ გვგონია. გვგონია, რადგან არ ვიცით, არ ვიცით – რადგან საჭირო ინფორმაცია საკმაოდ რთულად მოსაძიებელია. აი, თქვენი ვარაუდის შემოწმება კი მარტივად შეიძლება შემდეგ ბმულზე გადასვლით, რომელსაც ინტერვიუს დასრულებისას იხილავთ.
და ვინ ხარ შენ?
მე ვარ უნიკალური ვებ პორტალი TBILISI DOT LIFE, მეც თბილისი LIFE-ის ნაწილი ვარ, როგორც პორტალი, TBILISI DOT LIFE, მე გთავაზობთ საქართველოში არსებული ყველა მოვლენის ლისტინგს. მე ვაერთიანებ ყველაფერს: გამოფენებს, ვორკშოპებს, კონცერტებს, ფესტივალებს, სქეპტაკლებს, თბილისის მდიდარ ღამის ცხოვრებას თუ სეზონურ მოვლენებს… ჩემი სურვილია, რომ შენ იყო ქალაქის ცხოვრების აქტიური ნაწილი, დაესწრო ღონისძიებებს ან თავად შექმნა და მართო მოვლენები, ნებისმიერ სფეროში. მე ვარ Tbilisi Life – მე ავსახავ ქალაქის რიტმს.
ახლა კი ყველაფერი გასაგებია. ვესაუბრები ინტერნეტ პორტალს, რომელიც ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც მე.
საინტერესოდ ჟღერს. რა არის შენი მთავარი მიზანი?
ჩემი მიზანი გასაჟღერებლად საკმაოდ მარტივია – მინდა შევკრიბო საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენა, მოვათავსო ერთ პორტალზე და მუდმივად ვიზრუნო ინფორმაციის განახლებაზე. მაგრამ იმისათვის, რომ კარგად შევიგრძნოთ, თუ რამდენად მრავალფეროვანია ცხოვრება ჩვენს ქალაქში, ბევრად უფრო მეტი ქმედებაა საჭირო. ამისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა კი თქვენთან კომუნიკაცია და თქვენი ჩართულობაა.
ჩემი ყველაზე დიდი მისია გახლავთ – მივიღო ამა თუ იმ მოვლენის ორგანიზატორების ჩართულობა ღონისძიებების შექმნაში, მართვასა და განახლებაში. თბილისი Life, როგორც პორტალი სამართავად საკმაოდ მარტივ სისტემას გთავაზობთ ამ ფუნქციების შესასრულებლად. მე მსურს, რომ ინფორმაცია თქვენი ღონისძიებების შესახებ გავრცელდეს თბილისის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო წრეებში, რომ ყველამ იგრძნოს – ეს არის ჩვენი თბილისი Life – ჩვენი ცხოვრების რიტმი.
როგორ აპირებ ამ მიზნის მიღწევას?
მიზანი უკვე მიღწეულია! როგორც უკვე გითხარით – საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი არის თბილისი LIFE-ის ნაწილი; უბრალოდ, საჭიროა, მათი ენერგია ყველამ გაიზიაროს – დაგეგმოს, თვითონ შექმნას სხვადასხვა მოვლენა – მხარი დაუჭიროს და დაესწროს მათ. ადამიანებმა უნდა გააერთიანონ ძალები და შექმნან თბილისი Life, საკუთარი ქალაქის საინტერესო ამბებით გაჯერებული კულტურული შრე.
როგორია პორტალი TBILISI DOT LIFE?
პირველ რიგში, TBILISI DOT LIFE გახლავთ მომხმარებლისთვის საკმაოდ მოსახერხებული, ყოველდღიურად განახლებადი თანამედროვე აფიშა, სადაც ყოველ სტუმარს საშუალება ეძლევა, მარტივად შეარჩიოს სასურველი მოვლენის ტიპი.
საიტს ერთი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს – TBILISI DOT LIFE-ის უნიკალური ღილაკი – შექმენი მოვლენა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, შემატოს საკუთარი ღონისძიება აფიშას. ეს უნიკალური პორტალი პირველი და ერთადერთია თავისი არსით. ეს არის საიტი, რომელიც თქვენთან ერთად ქმნის ქალაქის რიტმს, თბილისი LIFE-ს.
ინტერვიუ ბოლოსკენ მიდის და ჩვენც გვაინტერესებს:
რას უსურვებდა TBILISI DOT LIFE საკუთარ თავს?
ვისურვებდი, რომ ქალაქს შეემატოს მეტი ენერგია, მეტი მოვლენა, მეტი საინტერესო ამბავი, რომელსაც WWW.TBILISI.LIFE სრულად გააშუქებს. ვისურვებდი, რომ ყველა გახდეთ თბილისი LIFE-ის აქტიური ნაწილი. ამავდროულად მსურს, მსგავსად თბილისი LIFE – ის იმ მონაწილეებისგან, რომელთა ფოტოების ნახვა სტატიაში შეუძლია მკითხველს, სხვა ადამიანებმაც გამოავლინონ ინიციატივა და გვანახონ როგორი თბილისი LIFE არიან ისინი.
აქ კი გემშვიდობებით და გახსენებთ, გადადით შემდეგ ბმულზე www.Tbilisi.Life და შეამოწმეთ რამდენად მდიდარია თბილისის ცხოვრება.











