in

თბილისი, საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქალაქებს შორის, 348-ე ადგილზეა

თბილისი, მსოფლიოს მასშტაბით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში, თბილისი 348-ე ადგილზეა. საუბარია 2019 წლის პირველ ნახევარის მაჩვენებლებზე. ეს მონაცემები გლობალური ბაზის, Numbeo-ს ახლად გამოქვეყნებულ რეიტინგებშია მოცემული. პორტალის ინფორმაციით, თბილისის ინდექსი 27.9-ია. ეს ნიშნავს, რომ, საქართველოს დედაქალაქში, ცხოვრება 72.1%-ით უფრო იაფია, ვიდრე ნიუ-იორკში.

BOG
BOG

ანალიტიკოსებმა რეიტინგი რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით შეადგინეს. ესენია: მომსახურების, პროდუქციის, საცხოვრებლის ქირისა და ტრანსპორტის ფასები. მათ შესადარებლად ნიუ-იორკში არსებული ფასები გამოიყენეს (ეტალონი 100% ) და თითოეული ქალაქისთვის შესაბამისი ინდექსი გამოიყვანეს. ბუნებრივია, მკვლევარებმა ანალოგიური მეთოდით იხელმძღვანელეს თბილისის შემთხვევაშიც.

Photo Credit: Internet Resource

Numbeo-ს რეიტინგში, ყველაზე ძვირ ქალაქებს შორისაა: ბაზელი, ბერნი, ლოზანა, ოსლო, ჟენევა, სტავანგერი, ციურიხი. საცხოვრებლად ყველაზე იაფი კი კარაჩი და რავალპინდია (პაკისტანი).   

რივენდელი – ახალი ბუტიკ სასტუმრო ბორჯომში

#თაობა – რუსო მარგიშვილის მისტიკური და სიურრეალისტური შემოქმედება