in

თბილისი მოლი 5 წლისაა!

თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი 5 წლის გახდა და დაბადების დღის განსაკუთრებულად აღნიშვნას აპირებს. მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, ნატა გოგოლაძეს ესაუბრა:

M: როდის იგეგმება სადღესასწაულო ღონისძიებები?
თბილისი მოლი 5 წლის იუბილესთვის სტუმრებს 7-დან 9 აპრილის ჩათვლით მიიღებს.

M: რა გაქვთ დაგეგმილი იუბილესთვის?

nata gogoladze7 აპრილს, დაბადების დღეს გახსნის თბილისის ბიგ ბენდი, დღის განმავლობაში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს ჯერ საქსოფონისტი, შემდეგ კი დიჯეი.

M: თუ გაქვთ გათვალისწინებული გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის?

დაგეგმილ ღონისძიებაზე, სპეციალურად ბავშვებისთვის იქნება თბილისი მოლის გართობისა და სიურპრიზების ზონები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა – „დონ კიხოტი“.

M: მშობლები როგორ გაერთობიან?

რაც შეეხება მშობლებს, მათთვის დაგეგმილია ვიქტორინები.
მსურველებს, ასევე,  შესაძლებლობა ექნებათ, ვირტუალურ თამაშებშიც ჩაერთონ და ნამცხვრების წვეულებაში მიიღონ მონაწილეობა.

M: კიდევ რა სიურპრიზი ელით სტუმრებს?

დღის ბოლოს, გარდა საიუბილეო ტორტით გამასპინძლებისა, თბილისი მოლი სტუმრებს ღამის შოპინგის შესაძლებლობასაც მისცემს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
https://www.facebook.com/pg/TbilisiMall/events/?ref=page_internal

როგორ გავაქირავოთ ბინა სარფიანად Airbnb.com-ზე

კერამიკის ხელნაკეთი ფილები – Mess Ceramics – ირინა სალმინას ქართული სტარტაპი