in

27 მარტს სასტუმრო „ტელეგრაფში“ თბილისის მარკეტინგული ფორუმი 2026 გაიმართება

Marketer.ge-ს ორგანიზებით, 27 მარტს სასტუმრო „ტელეგრაფი“ მარკეტინგული ეკოსისტემის მთავარი შეკრების ადგილად გადაიქცევა — ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში ჩართულ ადამიანებსა და კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გააცნონ საკუთარი ბრენდები, სერვისები, B2B ფორმატში გააღრმავონ კავშირები და დაამყარონ ახალი ურთიერთობები, ასევე მოისმინონ სხვადასხვა წარმატებული მარკეტინგული ქეისი.

ფორუმი დღის განმავლობაში 1,000-ამდე ვიზიტორს უმასპინძლებს.

ღონისძიება ორი სივრცისგან შედგება — B2B მარკეტფლეისი საქმიანი შეხვედრებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად და ფორუმის მთავარი სცენა — საინტერესო ბიზნესქეისების გასაზიარებლად.

20:00-დან ფორუმის მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის დაჯილდოებას. გამარჯვებულები კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით დასწრება შეუძლია ყველას — საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

For Attendee

თუ გსურთ ფორუმში მონაწილეობა მიიღოთ თქვენი კომპანიის სახელით და გაზარდოთ ბიზნესი, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა 20 მარტამდე.

For Exhibitors

Customer Experience Business Summit Georgia 2026 – წლის მთავარი CX ღონისძიება 3 აპრილს გაიმართება

ინსტაგრამის მიმოწერები აღარ დაიშიფრება – End-To-End-Encryption ფუნქციას Meta აუქმებს