in

22 სექტემბერს თბილისი მარკეტინგის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

მარკეტინგის საერთაშორისო ფორუმი წელს თბილისში ჩატარდება. ღონისძიებას 22 სექტემბერს სასტუმრო “ბილტმორი” უმასპინძლებს. ფორუმის თემაა “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

მოლაპარაკება HP-ის წარმომადგენლებთან (ისრაელსა და საფრანგეთში) უკვე დასრულდა და ცნობილია, რომ ფორუმზე მარკეტინგის გურუებს რაფი ალბოსა და კრისტიან მენეგონს ვიხილავთ. 45 წლის რაფი ალფო HP-ის წარმომადგენელია ისრაელიდან. ის 2000 წლიდან ახორციელებს ბეჭდურ და ონლაინ საშუალებების კომბინირებას მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად, არის კომპანია SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ალბოსთან 50 ქვეყნის სტამბამ, სააგენტომ და მწარმოებელმა ითანამშრომლა.

marketing forum 2016 cover

კრისტიან მენეგონი HP-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერია. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე მუშაობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მენეგონის მონაწილეობით, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი წარმატებული პროექტია განხორციელებული.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე biletebi.ge.

იღბლიანი ლეკვი ჯოის ამბავი და სოციალური აქცია #AllForSavingLives

თორნიკე გურული – #პირველისამსახური