თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი და მოქსის სასტუმროები ტრადიციულად უერთდებიან გლობალურ ინიციატივას პლანეტის გადასარჩენად და სწორედ ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, რომ 25 მარტს, 20:00- დან 21:00 – მდე სასტუმრების ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების პროგრესის შეჩერება გლობალური პრობლემაა, მას აქვს გარკვეული ადგილობრივი გადაწყვეტილებები. ერთი საათის განმავლობაში განათების გამორთვით შეგვიძლია მნიშვნელოვანი განსხვავება შევიტანოთ ენერგიის მოხმარებაში და დედამიწაზე გლობალური დათბობის ეფექტის შემცირებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.
დედამიწის საათში ჩართვა ის სიმბოლური აქტივობაა, რომლითაც მარიოტის სასტუმროები აცნობიერებენ თავიანთ ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას და მუდამ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გახადონ მათი ბიზნესი უფრო მდგრადი.
მათთვის, ვინც გადაწყვეტს, შემოუერთდეს ინიციატივას, დღეს, 20:00 – 21:00 საათამდე, სასტუმროების ტერიტორიაზე დაგხვდებათ სანთლის შუქით განათებული მყუდრო გარემო, ასევე ფორტეპიანოზე შესრულებული შესანიშნავი მუსიკა თბილისი მარიოტში და სპეციალურად „დედამიწის საათისათვის“ შექმნილი კოქტეილები.
[R]