სასტუმრო თბილისი მარიოტი და თბილისი ჰილსის გოლფი & რეზიდენციების კომპლექსი სასიამოვნო სიახლით დაუბრუნდნენ სტუმრებს. უერთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ჰილსის რესტორნის ღია სივრცეში მარიოტის სერტიფიცირებული იოგი – რავიკმური (რავი) იოგას პრაქტიკებს გაუძღვება.
იოგა და საუზმე – მარიოტის და თბილისი ჰილსის ყველაზე „ჯანსაღი ღონისძიებაა“, რომელიც დღის ბედნიერად დაწყების გარანტიაა.
რავიკმური სერტიფიცირებული იოგისა და აიურვედას პრაქტიკოსია, ისევე როგორც მასაჟის თერაპევტი. 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება რავის საშუალებას აძლევს დაეხმაროს სხვებს წონასწორობისა და ჰარმონიის პოვნაში.
თბილისი მარიოტში მოსულ სტუმრებს რავი ასევე მასაჟის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს:
- აღდგენითი მასაჟი – ღრმა ქსოვილის მასაჟი შექმნილია სპორტთან დაკავშირებული აღდგენის გასაუმჯობესებლად, შფოთვისა და კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად. ზურგის ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ.
- გასაახალგაზრდავებელი მასაჟი – ეს მასაჟი მიზნად ისახავს კუნთების ზედაპირული ფენების აღდგენას და ყურადღებას ამახვილებს თქვენი სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებიც ყველაზე მეტ დაძაბულობას განიცდიან, როგორიცაა თქვენი კისერი, მხრები და სრულად უკანა მხარე.
- სარელაქსაციო მასაჟი – თერაპია მოიცავს ნაზი მასაჟის ტექნიკას თქვენი სხეულის რბილ ქსოვილზე. მასში ასევე მიმდინარეობს სხეულის წნევის კონტროლი.
- სტრესისგან გასათავისუფლებელი მასაჟი – ღრმა ზურგი, კისრის და მხრის მასაჟი საუკეთესო გზაა სახსრებისა და კუნთების ტკივილისგან განმუხტვისთვის.
- ანტიცელულიტური მასაჟის კურსი – მთლიანი სხეულის მასაჟისგან განსხვავებით, ანტი ცელულიტური მასაჟის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში უპირველეს ყოვლისა ყურადღება ექცევა ცელულიტის მქონე უბნებს. ამ ტიპის მასაჟი ეხმარება დაზიანებულ უბნებზე ცელულიტის შემცირებასა და აღმოფხვრას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
032 277 92 00, რუსთაველის გამზირი N13.
[R]