26
Nov
2018

ვიზუალური ასოციაციები თბილისის მეტროსადგურებზე – თეიმურაზ ალექსანდერ გოგილაძის პოსტერების სერია

26 Nov 2018

რა ვიზუალურ ასოციაციებს იწვევს სხვადასხვა ადგილის სახელის თქვენში? 28 წლის ქართველი გრაფიკული დიზაინერისთვის – თეიმურაზ ალექსანდერ გოგილაძისთვის ამ მენტალური ვიზუალების პოსტერების სერიად ქცევა პრობლემას არ წარმოადგენს. მისი ნამუშევრების კიდევ ერთ სერიაში მან თბილისის მეტროსადგურები გააერთიანა. მეტროსადგური ახმეტელის თეატრი მის გონებაში „გლდანის შაურმას“, სადგურის მოედანი – მეორე ხაზზე გადასასვლელს, სამედიცინო უნივერსიტეტი – ინდოელ სტუდენტებს დაუკავშირდა. გაეცანით ნამუშევრებს და გაგვიზიარეთ, რას დაამატებდით.

განხილვა