21
Nov
2018

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის სრული პროგრამა

21 Nov 2018

თბილისი მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. უკვე ცნობილია ღონისძიების სრული პროგრამაც. შეგახსენებთ, ფესტივალი 3 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ფესტივალში გათვალისწინებულია თემატური სექციები როგორც უცხოური, ისე ქართული კინემატოგრაფიდან. ღონისძიების მთავარი თემა „ლიტერატურა და კინო” იქნება. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყანა საქართველო იყო. ფესტივალის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. “კინოსა და ლიტერატურის” თემატიკაზე, შეგეძლებათ ნახოთ შემდეგი ფილმები:

„ახალგაზრდა ასტრიდი” (Becoming Astrid, შვედეთი/გერმანია/დანია, 2018) რეჟისორი: პერნილე ფიშერ ქრისტენსენი
„ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე” (Etgar Keret: Based on a True Story, საფრანგეთი/ისრაელი/ნიდერლანდები/აშშ, 2017) რეჟისორი: სტეფან კაასი
„მექი დანა. ბრეხტის სამგროშიანი ფილმი” (Mack the Knife: Brecht’s Threepenny Film, გერმანია, 2018) რეჟისორი: იოახიმ ლანგი
„დარტყმის ტალღები – ჩემი გონების დღიური” (Shock Waves – Diary of My Mind, შვეიცარია, 2017) რეჟისორი: ურსულა მაიერი
„წიგნების მაღაზია” (The Bookshop, ესპანეთი/დიდი ბრიტანეთი/გერმანია, 2017) რეჟისორი: იზაბელ კოიშეტი.
„ბედნიერი უფლისწული” (The Happy Prince, გერმანია/ბელგია/დიდი ბრიტანეთი/იტალია, 2017) რეჟისორი: რუპერტ ევერეტი
„ტრანზიტი” (Transit, გერმანია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: კრისტიან პეტცოლდი

წლევანდელი კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალიაა:

„კაპრის რევოლუცია” (Capri-Revolution, იტალია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: მარიო მარტონე
„ჩემი ქალიშვილი” (Daughter of Mine, იტალია/გერმანია/შვეიცარია, 2018) რეჟისორი: ლაურა ბისპური
„ეიფორია” (Euphoria, იტალია, 2018) რეჟისორი: ვალერია გოლინო
„ბედნიერი ლაზარე” (Happy as Lazzaro, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: ალიჩე რორვახერი
„გახსოვს?” (Ricordi?, იტალია, 2018) რეჟისორი: ვალერიო მიელი
„სუსპირია” (Suspiria, იტალია, 1977) რეჟისორი: დარიო არჯენტო
„იმედის მანკიერება” (The Vice of Hope, იტალია, 2018) რეჟისორი: ედოარდო დე ანჯელისი
„ქალის სახელი” (Woman’s Name, იტალია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი მარკო ტულიო ჯორდანა

ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. კინოფესტივალზე ამ მოვლენასთან დაკავშირებით სპეციალური სექცია იქნება:

„1944″ (ესტონეთი, 2015) რეჟისორი: ელმო ნიუგანენი
„მჟავის ტყე” (Acid Forest, ლიეტუვა, 2018) რეჟისორი: რუგილებ არჯუკაიტე
„დროის ხიდები” (Bridges of Time, ლატვია/ლიეტუვა/ესტონეთი, 2018) რეჟისორები: კრისტინე ბრიდე და აუდრიუს სტონისი
„სასტუმრო „ამერიკის” შვილები” (The Children from the Hotel America, ლიეტუვა, 1990) რეჟისორი: რაიმუნას ბანიონისი
„მელანის ქრონიკები” (,Chronicles of Melanie, ლატვია/ჩეხეთი/ფინეთი, 2016) რეჟისორი: ვიესტურ კაირიში
„განთიადი” (Dawn, ლატვია/ესტონეთი/პოლონეთი, 2015) რეჟისორი: ლაილა პაკალნინა
„ალისფერი შროშანი” (Fire Lily, ესტონეთი, 2018) რეჟისორი: მარია ავდიუშკო
„პირქარი” (In The Crosswind, ესტონეთი, 2014) რეჟისორი: მარტი ჰელდე
„ტალახი” (Mellow Mud, ლატვია, 2016) რეჟისორი: რენარს ვიმბა
„სასწაული” (Miracle, ლიეტუვა/ბულგარეთი/პოლონეთი, 2017) რეჟისორი: ეგლე ვერტელიტე
„მიყვარხარ, დედა!” (Mother, I Love You, ლატვია, 2013) რეჟისორი: იანის ნორდსი
„ნოემბერი” (November, ესტონეთი, 2017) რეჟისორი: რაინერ სარნეტი
„თვალთმაქცები” (Pretenders, ესტონეთი, 2016) რეჟისორი: ვალო ტოომლა
„სანგაილის ზაფხული” (The Summer of Sangailė, ლიეტუვა/საფრანგეთი/ნიდერლანდები, 2015) რეჟისორი: ალანტე კავაიტე
„ზაფხულს გადარჩენილები” (Summer Survivors, ლიეტუვა, 2018) რეჟისორი: მარია ქავთარაძე

საერთაშორისო კონკურსი – ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სექციაში მაყურებელი ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმების ნახვას შეძლებს. იმის გამო, რომ თბილისის კინოფესტივალი დეკემბერში ტარდება, ჩვენ საშუალება გვაქვს კონკურსისთვის წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმები შევარჩიოთ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გარკვეული წარმატება მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე:

„ბიჭები ტირიან” (Boys Cry, იტალია, 2018) რეჟისორები: დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენციო
„სასიცოცხლო სუნთქვა” (Breath of Life, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: დავიდ რუ
„სოფლის ხმაური” (Country Noise, გერმანია, 2018) რეჟისორი: ლიზა მილერი
„ბროლის გედი” (Crystal Swan, ბელარუსი/აშშ/გერმანია/რუსეთი, 2018) რეჟისორი დარია ჟუკი
„გოგონა” (Girl, ბელგია/ნიდერლანდები, 2018) რეჟისორი: ლუკას დონტი
„ირინა” (Irina, ბულგარეთი, 2018) რეჟისორი: ნადეჟდა კოსევა
„მეზობლები” (Neighbors, საქართველო/მაკედონია, 2018) რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე
„მშვიდი ღამე” (Silent Night, პოლონეთი, 2018) რეჟისორი: პიოტრ დომალევსკი
„ვულკანი” (Volcano, უკრაინა/გერმანია, 2018) რეჟისორი: რომან ბონდარჩუკი
„გუშინ” (Yesterday, უნგრეთი/გერმანია/საფრანგეთი/ნიდერლანდები/მაროკო, 2018) რეჟისორი: ბალინტ კანიერეში

შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შემდეგი ფილმები გავა:

„შემოდგომის სონატა” (Autumn Sonata, შვედეთი, 1978) რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
„ბერგმანის კუნძული” (Bergmann Island, შვედეთი, 2004) რეჟისორი: მარი ნირერიოდი
„ფანი და ალექსანდრე” (Fanny and Alexander, შვედეთი, 1982) რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
„პერსონა” (Persona, შვედეთი, 1966) რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
„ინგმარ ბერგმანის ძებნაში” (Searching for Ingmar Bergman, გერმანია, 2018) რეჟისორი: მარგარეტ ფონ ტროტა
„ზაფხული მონიკასთან ერთად” (Summer With Monika, შვედეთი, 1953) რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
„მარწყვის მდელო” (Wild Strawberries, შვედეთი, 1957) რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი

რეჟისორი ფოკუსში – სერგეი ლოზნიცა:

„დონბასი” (Donbass, გერმანია/საფრანგეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018)
„პროცესი” (The Trial, ნიდერლანდები, 2018)
„გამარჯვების დღე” (Victory Day, გერმანია, 2018)

ევროპული ფორუმი:

„პარიზული განათლება” (A Paris Education, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი
„ომში” (At War, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: სტეფან ბრიზე
„კობეინი” (Cobain, ნიდერლანდები/ბელგია/გერმანია, 2018) რეჟისორი: ნანუკ ლეოპოლდი
„ცივი ომი” (Cold War, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი
„ფავორიტი” (The Favourite, ირლანდია/დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2018) რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი
„დაბადება” (Genesis, უნგრეთი, 2018) რეჟისორი: არპად ბოგდანი
„ზეციური ცხოვრება” (High Life, საფრანგეთი/გერმანია/დიდი ბრიტანეთი/პოლონეთი/აშშ, 2018) რეჟისორი: კლერ დენი
„თუნდაც ჩაგვწერონ ისტორიაში ბარბაროსებად” (I Do Not Care If We Go Down in History as Barbarians, რუმინეთი/ჩეხეთის რესპუბლიკა/საფრანგეთი/ბულგარეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: რადუ ჟედუ
„სახე” (Mug, პოლონეთი, 2018) რეჟისორი: მაუგოჟატა შუმოვსკა
„დარტყმის ტალღები – სახელი: მეთიუ” (Shock Waves – First Name: Mathieu, შვეიცარია, 2017) რეჟისორი: ლაიონელ ბაიერი
„სიბელი” (Sibel, თურქეთი/საფრანგეთი/ბულგარეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: გიომ ჯოვანეტი, ჩაღლა ზენჯირჯი
„მწუხარე ანგელოზი” (Sorry Angel, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ქრისტოფ ონორე
„სპიტაკი” (Spita”, სომხეთი/რუსეთი, 2018) რეჟისორი: ალექსანდრ კოტი
„ლოცვა” (The Prayer, საფრანგეთი/ბელგია, 2018) რეჟისორი: სედრიკ კანი
„თარჯიმანი” (The Interpreter, სლოვაკეთი/ჩეხეთის რესპუბლიკა/ავსტრია, 2018) რეჟისორი: მარტინ შულიკი
„ოცდაათი სული” (Thirty Souls, ესპანეთი, 2018) რეჟისორი: დიანა ტოუსედო
„არ შემეხო!” (Touch Me Not, რუმინეთი/გერმანია/ჩეხეთის რესპუბლიკა/ ბულგარეთი/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ადინა პინტილიე

ჰორიზონტები:

„10 წელი ტაილანდში” (10 Years in Thailand, ჰონგ-კონგი/ტაილანდი, 2018) რეჟისორები: ადიტია ასარატი, ვისიტ სასანატიენგი, ჩულაიარნონ სირიფოლი, აპიჩატპონგ ვირასეთაკული
„წარმოსახვითი მიწა” (A Land Imagined, სინგაპური/საფრანგეთი/ნიდერლანდები, 2018) რეჟისორი: იეო სიევ ჰუა
„ქათქათა ფერფლი” (Ash is Purest White, ჩინეთი/საფრანგეთი/იაპონია, 2018) რეჟისორი: ცია ჯან-კე
„ალმოდებული” (Burning, სამხრეთ კორეა, 2018) რეჟისორი: ჩან-დონ ლი
„ფოქსტროტი” (Foxtrot, ისრაელი/შვეიცარია/გერმანია/საფრანგეთი, 2017) რეჟისორი: სამუელ მაოზი
„ბალახი” (Grass, კორეა, 2018) რეჟისორი: ჰონ სანსუ
„მელბურნი” (Melbourne, ირანი, 2014) რეჟისორი: ნიმა ჯავიდი
„ჩვენი დრო” (Our Time, მექსიკა, 2018) რეჟისორი: კარლოს რეიგადასი
„აპოლონი ღაზიდან” (The Apollo of Gaza, კანადა, 2018) რეჟისორი: ნიკოლა ვადიმოვი
„გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა” (Too Late to Die Young, ჩილე, 2018) რეჟისორი: დომინგა სოტომაიორი
„ზამა” (Zama, არგენტინა/ბრაზილია/ესპანეთი/საფრანგეთი/მექსიკა/ნიდერლანდები/პორტუგალია/აშშ/ლიბანი, 2017) რეჟისორი: ლუკრეცია მარტელი

დამზადებულია გერმანიაში: 

„3 დღე კიბერონში” (3 Days in Quiberon, გერმანია/ავსტრია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ემილი ატეფი
„წვიმის აღწერის ათასი ხერხი” (Different Kinds of Rain, გერმანია, 2017) რეჟისორი: იზაბელ პრალი
„დახლებს შორის” (In The Aisles, გერმანია/ავსტრია, 2018) რეჟისორი: ტომას შტუბერი
„ამელი გარბის” (Mountain Miracle, გერმანია/იტალია, 2017) რეჟისორი: ტობიას ვიმანი
„მდუმარე პროტესტი” (The Silent Revolution, გერმანია, 2017) რეჟისორი: ლარს კრაუმე

ქართული პანორამა:

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები:

„ჰამლეტი” (Hamlet, 2018) რეჟისორი: გიორგი მეგრელიშვილი
„ჰორიზონტი” (Horizon, საქართველო/შვედეთი, 2018) რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი
„მეზობლები” (Neighbors, 2017) რეჟისორი: გიგიშა აბაშიძე
„აღლუმი” (Parade, 2018) რეჟისორი: ნინო ჟვანია

მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები:

„1943″ (გერმანია, 2017) რეჟისორი: ბიძინა გოგიბერიძე
„ახალი წელი” (A New Year, 2018) რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
„ბამბის ნაყინი” (Cotton Candy, 2018) რეჟისორი: ვაჟიკო ჩაჩხიანი
„დიალექტი” (Dialect, 2017) რეჟისორი: დავით გურგულია
„დელგმა” (Downpour, 2017) რეჟისორი: ანი კვიჭიძე
„საშლელი” (Eraser, 2018) რეჟისორი: დავით ფირცხალავა
„ღამის მორიგე ექიმი” (Night Duty Doctor, 2018) რეჟისორები: გრიგოლ ჯანაშია, ნატო გაბუნია
„დაცვის პოლიციელი” (Security Guard, 2012-2018) რეჟისორი: გიგა ხაინდრავა
„ბარი” (The Bar, ჩეხეთი, 2018) რეჟისორი: დავით ჯაფარიძე
„ზამთარი, რომელიც არ ყოფილა” (Winter Which Was Not, 2017) რეჟისორი: ვაჟიკო ჩაჩხიანი

დოკუმენტური ფილმები:

“ავერილი” (Averel, 2018) რეჟისორი: ოლიკო ჟღენტი
“ჯარა” (Jara, 2017) რეჟისორი: ნიკა წიკლაური
„მე, ჯორჯ ბალანჩინი” (Me, George Balanchine, 2017) რეჟისორი: ნანუკა კიკნაძე
“ბებია” (Oma, გერმანია 2018). რეჟისორი: გიორგი გედევანიძე
„მიუსაფარნი” (Orphan, 2018) რეჟისორი: ზურაბ ინაშვილი
„ლანწკი პაპას მოპარული ხარი” (Papa Lantsky’s Stolen Ox, 2018) რეჟისორები: ელენე ნავერიანი, თომას რაიხლინი
„მტვერით მოწამლულები” (Poisoned with Dust, 2018) რეჟისორები: თამარ ბართაია, გიორგი ბართაია
„პურის სუნი” (Smell of Bread, 2018) რეჟისორი: გიორგი გერსამია
„მამაჩემის უხილავი ხელი” (The Invisible Hand of my Father, 2018) რეჟისორი: გიორგი გაგოშიძე
„გამჭვირვალე სამყარო” (Transparent World, 2018) რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი.

განსაკუთრებული სეანსი:

„ალავედრობა” (Alavedroba, საქართველო, 1962) რეჟისორი: გიორგი შენგელაია

განხილვა

1 Response

  1. 26/12/2018

    […] ეს ქვეყანა იტალია იყო. ღონისძიების მთავარ თემას  „ლიტერატურა და კინო”  წარმოადგენდა.  ეს გადაწყვეტილება […]