10 ივნისს, ილიაუნის დაბადების დღეზე, ლისის ტბაზე გაიმართება TBILISI NEWCOMERS 2017-ის ფინალური კონცერტი, რომელში მონაწილეობასაც ექვსი მუსიკალური პროექტი მიიღებს.
5 ივნისს, ილიაუნის თეატრში გამართულ TBILISI NEWCOMERS -ის შოუქეისზე, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა 17 მუსიკალური პროექტის მოისმინეს. ფინალური კონცერტისთვის შემდეგი არტისტები შეირჩა:
LIE FOR YOU
KILLAGES
HARRY RULES
THE NALI
UNLIMITED
INFADUS
ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტში, TBILISI NEWCOMERS, რომელსაც წელს ალთერვიჟენ ჯგუფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს, მონაწილეობის სურვილი 38-მა მუსიკოსმა და ბენდმა გამოთქვა. ჩანაწერების მოსმენის შედეგად, შეირჩა 17 პროექტი.
Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს გაიმართება ლისის ტბაზე, ილიაუნის დაბადების დღეზე. სწორედ ილიაუნის დაბადების დღის სცენაზე დასახელდება 2017 წლის საუკეთესო სამი ნიუქამერი, რომლებიც ამიერკავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალში დაუკავენ ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა: ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, SOFT EJECT, ნინო ქათამაძე & INSIGHT, OXIA, ALEX.DO, RIPPERTON და კიდევ 50-მდე ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსი.