ალთერვიჟენ ჯგუფი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მუსიკალურ პროექტს Tbilisi Newcomers 2017-ს.
15 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, პროექტით დაინტერესებულმა მუსიკოსებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.newcomers.ge და აქვე ატვირთონ ფოტოსურათი, 3 mp3 და ბიოგრაფია.
მიღებული აპლიკაციები განიხილება და საუკეთესო ბენდები მოწვეულები იქნებიან შოუქეისზე, რომელიც 5 და 6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ფინალური შოუ-კონცერტი კი, 10 ივნისს, ლისის ტბაზე, ილიაუნის მე-11 დაბადების დღეზე შედგება.
პროექტი 4 ეტაპისგან შედგება:
- შესარჩევი ეტაპი
- Showcase, რომელზეც შერჩეული ბენდები ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კომპოზიციებსა და ცნობილი სიმღერების cover-ებს, 5-6 ივნისს ილიაუნის თეატრში გაიმართება;
- ფინალური შოუ-კონცერტი, რომელიც 10 ივნისს ლისის ტბაზე, ილიაუნის მე-11 დაბადების დღის საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის ნაწილი იქნება.
- ილიაუნის დაბადების დღეზე, ფინალურ შოუ კონცერტზე გამოვლინდებიან ის საუკეთესო შემსრულებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში Tbilisi Open Air 2017, რომელიც 16, 17, 18 ივნისს ჩატარდება ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე.
პროექტის შესახებ
პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. პროექტი 2009 წლიდან მოყოლებული ტარდება, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში. Tbilisi Newcomers ქართული ალტერნატიული სცენის განვითარებას უწყობს ხელს. ცხრა წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 1000-მდე ქართულმა ბენდმა და მუსიკოსმა გამოთქვა.
Tbilisi Newcomers-ი ყოველწლიურად ავლენს წლის საუკეთესო ნიუქამერ ბენდს, რომელიც მონაწილეობას იღებს ფესტივალში Tbilisi Open Air უკვე შერჩეულ უცხოელ და ქართველ არტისტებთან ერთად.
Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალური კონცერტი 10 ივნისს გაიმართება ლისის ტბაზე, ილიაუნის დაბადების დღეზე. სწორედ ილიაუნის დაბადების დღის სცენაზე დასახელდება.