in

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული ცნობილია – ვინ გახდა ფესტივალის ახალი აღმოჩენა და რა პრიზები გადაეცათ მონაწილეებს

წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური პლატფორმა Tbilisi Newcomers 2026 დასრულდა. პროექტის მთავარი გამარჯვებული ბენდი OCD! გახდა, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივლისს თავის შემოქმედებას რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air 2026-ზე წარადგენს.

წლევანდელი სეზონი მონაწილეთა აქტივობით გამოირჩეოდა. პროექტში ჩასართავად განაცხადი 50-მდე ბენდმა და ინდივიდუალურმა არტისტმა შემოიტანა. ჟიურის მიერ ჩატარებული პირველადი სელექციის საფუძველზე, შოუქეისის (Showcase) ეტაპზე 18 კონკურსანტი გადავიდა. ლაივ-შემსრულებლების დახურული შოუქეისები 13-14 ივნისს, Stockton Records-ის სტუდიაში ჩატარდა, რის შემდეგაც ფინალური ეტაპისთვის 10 საუკეთესო პროექტი შეირჩა.

გამარჯვებულის გარდა, წლევანდელი ფინალი გამორჩეული ინდუსტრიული მხარდაჭერით დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით და ძლიერი კონკურენციის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში დამატებითი პრიზებით კიდევ ორი მონაწილე დაჯილდოვდა, რაც არტისტებისთვის განვითარების სერიოზულ შესაძლებლობას წარმოადგენს:

The Heartaches: გადაეცათ 2 ტრეკის სრული სტუდიური პროდაქშენი;

Friction Point: მიიღეს ალბომის მასტერინგი ლეგენდარულ ბრიტანულ სტუდიაში, Abbey Road Studios-ში.

Tbilisi Newcomers უცვლელი მიზანი საქართველოში ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკალური სცენის განვითარება, ახალი სახელების აღმოჩენა და მათი შემდგომი ხელშეწყობაა.

პროექტი ახალბედა არტისტებს აძლევს უნიკალურ პლატფორმასა და ინსტრუმენტებს, რათა საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ და გამოცდილება პირდაპირ დიდ, საერთაშორისო სტანდარტების სცენაზე მიიღონ.

[პარტნიორის კონტენტი]

TikTok-ის ახალი AI აგენტი სარეკლამო ვიდეოებს ტექსტით დაგიგენერირებთ

იდეა, რომელიც ერთი ნაბიჯით დაიწყო და დღემდე გრძელდება