22
Apr
2019

Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია დაიწყო

22 Apr 2019

„თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო – 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს.

„ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით“.

პროექტში მონაწილეობენ: ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ – ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

15 აპრილიდან, ფესტივალის სოციალური მედიის „ექაუნთებზე“ ვიდეოები ყოველდღიურად თავსდებოდა.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, გააჩნია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

„სოციალური კამპანიის წამოწყება ფესტივალის 10 წლის იუბილეზე გადავწყვიტეთ. მთელი ამ დროის განმავლობაში ფესტივალზე ათობით ათასი ადამიანი იკრიბება და ყველანაირი განსხვავების მიუხედავად, იქნება ეს სქესი, გენდერი, რელიგია, ასაკი, თუ მუსიკალური გემოვნება, პოულობს საკუთრ ადგილს, სივრცეს, სადაც თავისუფლად შეუძლია გაერთოს, იცეკვოს, იკონტაქტოს ადამიანებთან. ეს არის ფესტივალის პოზიცია – მიგვაჩნია, რომ თანასწორობა და მრავალფეროვნება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, რომლებზეც დგას Tbilisi Open Air”, – ამბობს Tbilisi Open Air-ის პიარმენეჯერი ხატია გელოვანი.

[R]

განხილვა