Tbilisi Open Air 2019-ის „ლაინაფი“ და თარიღი ცნობილია. ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს, Lisi Wonderland-ში გაიმართება. ღონისძიებაზე 4 სხვადასხვა სცენა იმუშავებს და მსმენელის წინაშე, 70-მდე შემსრულებელი წარდგება.

Tbilisi Open Air, წელს, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, განსაკუთრებული „ლაინაფი“ აქვს – ფესტივალის ჰედლაინერები არიან: Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, „მწვანე ოთახი“.
„ფესტივალის მთავარ სცენაზე, 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები – MokuMoku, LOUDspeaker. 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, „მწვანე ოთახის“ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.
ფესტივალის მეორე სცენაა EYESTAGE – ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სივრცე, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს.
„21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის „ჰედლაინერი“ David August იქნება, 23 ივნისს კი – Andrey Pushkarev და Matthew Dekay“.
Garden Stage Psytrance არის სცენა, რომელიც, ორგანიზაოტრების თქმით, უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი.
„21 ივნისის „ჰედლაინერი“ 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს – Pixel, ხოლო 23 ივნისს – Freedom Fighters“.
ფესტივალის მეოთხე სცენა Singer Stage-ია.
„ეს სცენა Tbilisi Open Air-ს მეორე წელია, შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer Stage აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. ამ სცენაზე, 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, ღამით კი მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს“.
Tbilisi Open Air 2019-ზე დასასწრები ბილეთები იყიდება tkt.ge-სა და ფილარმონიის სალაროებში.
„7 აპრილის ჩათვლით, 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, 1500 ბილეთი. TBC-ის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, ღირებულება 20%-ით შემცირდება. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება“.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას იწყებს – „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“.
„პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“, დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და გარემოს დაცვის სტიმულირების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ე.წ. ოფინიონ მეიქერები მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებს“.
2009 წელს, Altervision Group-ის ინიციატივით, კავკასიის რეგიონში, როგორც თავად ამბობენ, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა.
„10 წლის განმავლობაში Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, საერთო ჯამში კი 1000-მდე არტისტი“.
ფესტივალი თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, „ნაბეღლავი“, Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია – GPI.
“Tbilisi Opean Air 10 წლის გახდა! ბევრი საინტერესო წელი გავიარეთ, ბევრი მაგარი არტისტით, დაუვიწყარი დღეებით და ღამეებით, ჩვენი მთავარი მოტივაცია კი ყოველთვის იყო, შეგვექმნა თავისუფალი სივრცე, თავისუფალი ადგილი, სადაც ყველას გაგიხარდებოდათ მოსვლა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს 10 წელია ჩვენ გვერდითაა!” – აჩიკო გულედანი, Tbilisi Open Air-ის აღმასრულებელი დირექტორი