Tbilisi Open Air-ის განრიგი უკვე ცნობილია – ყველასთვის საყვარელი ფესტივალი 23, 24, 25 ივნისს, უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
თავისუფლება, მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, თანასწორუფლებიანობა – ეს ის უმთავრესი იდეები და ღირებულებებია, რომელთა გარშემოც უკვე მე-14 წელია ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით.
განრიგთან ერთად უკვე ცნობილი გახდა, თუ ვისი მოსმენა შეგვეძლება ფესტივალზე. სულ Open air-ზე 4 სცენა იმუშავებს. წლევანდელი ლაინაფი კი ასე გამოიყურება:
23 ივნისი, პარასკევი
MAIN STAGE
TOM ODELL || BEDFORD FALLS || SHE PAST AWAY || TAMADA || NEWCOMER 2023
EYESTAGE
ETAPP KYLE || MATTHEIS || YANAMASTE || LE VIOLETZION GARDEN
LIQUID SOUL || SKIZOLOGIC || ACIDWAVE || SOYL B2B ANCIENT OM
SINGER STAGE (DAY)
TORNIKE GAGOSHVILI || RESO KIKNADZE QUARTET || NEWCOMER 2023
SINGER STAGE (NIGHT)
KAY G || SINGER JAZZ FOUNDATION JAM
24 ივნისი, შაბათი
MAIN STAGE
KALEO || REJJIE SNOW || CIRCUS MIRCUS || LUA
EYESTAGE
BEN KLOCK || AUDREY DANZA || OTHR || ZESKNEL (Live)
ZION GARDEN
DIRTY SAFFI || NUKY || PSYMMETRIX || KATANA
SINGER STAGE (DAY)
MECHANICAL RAINBOW || DINI VIRSALADZE QUARTET || SABINA CHANTOURIA || ON THE ROAD || ალექსანდრე ხარანაული
SINGER STAGE (NIGHT)
PROCESS || JAM SESSION GEORGIA BY SANDRO NIKOLADZE
25 ივნისი, კვირა
MAIN STAGE
MODERAT || IMANY || არა || 4D MONSTER LOBSTERS || SKAZZ
EYESTAGE
MARGARET DYGAS || RHADOO || GIO SHENGELIA
ZION GARDEN
BRAINCELL || SASHI || OOGWAY || DM3 || STULTITIA || CHIKOVANI
SINGER STAGE (DAY)
BACHO JIKIDZE & MISI WONDERBAND || PELARGONIA || KEMTET || MAIKERU || LEFTSIDE STORY AND EKOTERINE
SINGER STAGE (NIGHT)
DUCKTAPE || NEWCOMER 2023
Singer Stage მეოთხე წელია ფესტივალის ნაწილია, რომელიც ჯაზისა და სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. სცენის შექმნის დღიდან, Tbilisi Open Air Jazz Foundation-თან ერთად, შემოსული თანხის ნაწილით ეხმარება კონსერვატორიის სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია 30 მარტიდან. 3-დღიანი აბონემენტის ფასია – 150 ლარი (თიბისის ბარათით შეძენისას – 120 ლარი). აქვე გაითვალისწინეთ, რომ EARLY BIRD-ის ეტაპზე გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 3-დღიანი აბონემენტები. დღიური ბილეთების გაყიდვა კი Early Bird-ის ამოწურვის შემდეგ დაიწყება. მხოლოდ ამ პერიოდში, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით შეძენისას, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
I კალათა:
– 3-დღიანი აბონემენტი – 165 ლარი
– დღიური ბილეთი – 65 ლარი
II კალათა:
– 3-დღიანი აბონემენტი – 190 ლარი
– დღიური ბილეთი – 80 ლარი
ფესტივალის დღეები/კარზე:
– 3-დღიანი აბონემენტი – 200 ლარი
– დღიური ბილეთი – 90 ლარი
TBILISI OPEN AIR – მუსიკა ათავისუფლებს!