4
Sep
2018

13-20 სექტემბერი! როგორი იქნება TBILISI PHOTO FESTIVAL 2018?

4 Sep 2018

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018-ის გახსნის კვირეული 13-20 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის მეცხრე გამოშვება გამოფენების და ფოტო ჩვენებების სერიას და ფესტივალის  ცენტრალურ ღონისძიებას – “ფოტოგრაფიის ღამეს“ აერთიანებს.

2018 წელს TBILISI PHOTO FESTIVAL-ის  პროგრამაში 300-ზე მეტი თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები მთელი მსოფლიოდან.

თბილისის ფოტოფესტივალი ინარჩუნებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიული ღონისძიების სტატუსს და მეცხრე გამოშვების ფარგლებშიც განაგრძობს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ფოტო სააგენტოებთან და არტისტებთან.

© თაკო რობაქიძე. “მცოცავი საზღვრები”

13 სექტემბერს, თბილისის ფოტო ფესტივალი მასშტაბური მულტიმედიური პროექტით  გაიხსნება.  “…და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“ ვიდეოს, ფოტოგრაფიას და ტექსტებს  აერთიანებს სივრცით ინსტალაცია-გამოფენაში. მულტიმედიური პროექტის წამყვანი არტისტია ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარი ცნობილი ფრანგი ვიდეოარტისტი კრისტიან ბარანი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმებზე მრავალეკრანიანი ინსტალაციებით იფინება და თანამედროვე ვიდეო არტის სცენაზე “რეალისტური პოეზიის“  სტილის ოსტატად არის აღიარებული.

“…და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“ სპეციალურად თბილისის ფოტო ფესტივალის მეცხრე გამოშვებისთვის შეიქმნა. პროექტი  გამოსახულების განსხვავებული ფორმების – ფოტო, ვიდეო, ფილმი, ახალი მედიები –  მეშვეობით თანამედროვე ქართულ ისტორიაზე, კერძოდ კი,  რუსეთ-საქართველოს ომის და მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგებზე რეფლექსიის მცდელობაა.

პროექტის მთავარი ელემენტია 2018 წლის აგვსიტოში სპეციალურად ფესტივალისთვის მთელ საოკუპაციო ზოლზე  ფრანგი ვიდეო არტისტის კრისტიან ბარანის  მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მრავალეკრანიანი ინსტალაციაა. პროექტი ასევე მსოფლიოს 10 წამყავნი დოკუმენტური და ომის ფოტოგრაფის ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებმაც   2008 წლის აგვსიტოში რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა შექმნეს. მათ შორის არიან: რონ ჰავივი, მაიკლ რობინსონ ჩავეზი, იური კოზირევი, ლიონელ შარიე, ოლივიე ლაბან მატეი, ბრუნო სტივენსი, ქიუ საკამაკი, რენა ეფენდი, იუსტინა მელნიკევიჩი და თომას დვორჟაკი. ეს ფოტოები საქართველოში პირველად იფინება. მულტიმედიური პროექტის მონაწილეთა შორის არიან ასევე ახალიგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე პროექტით “მცოცავი საზღვრები“, რომელიც ოკუპაციის შედეგების დოკუმენტაციას წარმოადგენს; ისევე, როგორც არტისტები ანდრო ერაძე და ლადო ლომიტაშვილი თავიანთი მულტიმედიური ინსტალაციებით.

“…და გამოვედით რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“: კრისტიან ბარანი, რონ ჰავივი, მაიკლ რობინსონ ჩავეზი, იური კოზირევი, ლიონელ შარიე, ოლივიე ლაბან მატეი, ბრუნო სტივენსი, ქიუ საკამაკი, რენა ეფენდი, იუსტინა მელნიკევიჩი, თომას დვორჟაკი, თაკო რობაქიძე, ანდრო ერაძე, ლადო ლომიტაშვილი და კრისტიან ბარანი-რეჟის ჟანტეს ვორქშოფის ჯგუფის მონაწილეობით.

პროექტის კურატორები: ნესტან ნიჟარაძე და კრისტიან ბარანი

გახსნა 13 სექტემბერი, 19.00-ზე , სტამბა, მ. კოსტავას ქ. 14

“ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“

გამოფენა მე-20 და 21-ე საუკუნის ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და საქართველოში ფოტოგრაფიული გამოსახულების განვითარების კვლევის მცდელობაა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში. გამოფენის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია ცნობილი ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის ფოტოები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, როდესაც  ხელოვნების ყველა დარგი ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა პროპაგანდის იარაღად იყო მოაზრებული, გიგო გაბაშვილის სახელოსნო ერთგვარი თავისუფალი არტისტული ექსპერიმენტების პლატფრომას წარმოადგენდა, სადაც ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი საბჭოთა დოგმების გვერდის ავლით მხატვრულ-ესთეტიკური ძიებების დინამიურ პროცესში იმყოფებოდა. გამოფენა ასევე საბჭოთა პერიოდის იმ ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც, გიგო გაბაშვილის მსგავსად, საბჭოთა იდეოლოგიისგან თავისუფალ  ფოტოგრაფიას ქმნიდნენ.  გამოფენაში პოსტაბჭოთა პერიოდის ფოტოგრაფია ორი თაობის ფოტოგრაფების ნამუშევრებით იქნება წარმოდგენილი. ისევე როგროც საბჭოთა რეჟიმის დასასრულის  ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი – ქართული კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ერთგვარი ფუძემდებელი  ბორის შავერდიანია.

© რეზო კეზელი

“ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“: გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გურამ თიკანაძე, ბორის შავერდიანი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ბესო უზნაძე, ნატა სოფრომაძე, რიტა ხაჩატურიანი.  

კურატორები: ნესტან ნიჟარაძე, გურამ წიბახაშვილი  და ნათია ბუკია.

გამოფენის გახსნა: 16 სექტემბერი, 18-ზე. გალერეა ფროჯექთ ართბითი. პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი 

“გატეხილი ზღვა“

“გატეხილი ზღვა“ ორი ქალი ფოტოგრაფის – ქართველი  ნატა სოფრომაძის და რუსი ირინა სადჩიკოვას ერთობლივი  პროექტია და სოხუმსა და თბილისში 2016-2017 წლებში გადაღებული ფოტოებს.

© ნატა სოფრომაძე & ირინა სადჩიკოვა

“შავი ზღვის მარილიანი გემო“  

გაგრა, აფხაზეთი, საქართველო. © გიორგი პინხსოვი/Magnum Photos

“შავი ზღვის მარილიანი გემო“ აერთიანებს ცნობილი საერთაშორისო ფოტოგრაფების – სააგენტოების Magnum, Noor და Maps წარმოამდგენლების, უცნობი ტურისტის  ნაპოვნ ფოტოებს, ოფიციალურ და სამოყვარულო ქრონიკებს, ასევე ადგილობრივი ხელოვანების მიერ გადაღებულ და დანახულ აფხაზეთს მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე. თბილისის ფოტო ფესტივალი პირველად გააერთიანებს ამ მასალას და  მულტიმედიურ ფორმატში შესთავაზებს მაყურებელს ამერიკელი მუსიკოსის ბე უილერის ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

შავი  ზღვის მარილიანი გემო :  ერიკ ბოდლერი, ანნა ძიაპშიპა, იონას ბენდიკსენი/Magnum Photos, ფოტოები საოჯახო ალბომიდან, მარია გრუზდევა, იური კოზირევი/NOOR, იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS, გიორგი პინხასოვი / Magnum Photos, თომას დვორჟაკი / Magnum Photos, მარი-ალის ბრადნერ ვოლფსაჰენი, უცნობი პოლონელი ტურისტის ფოტოარქივი, 70-იანი წლების კინო ჟურნალები, ნაპოვნი ფოტო არქივები. 

გაგრა, აფხაზეთი, საქართველო. © გიორგი პინხსოვი/Magnum Photos

ფოტო ჩვენება ღია ცის ქვეშ  Ⴁენ უილერის ცოცხალი მუსიკის თანხლებით

დასაწყისი 20.30-ზე. სასტუმროსტამბა“,  ამფითეატრი. . კოსტავას . 14

“ლიეტუვური ფოტოგრაფიის ფენომენი (1918-2018)“  და 100 ლიეტუვური ფოტო წიგნი

საქართველოს და ლიეტუვის დამოუკიდებლოების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუველი ფოტოგრაფების ასოციაციამ და კაუნასის ფოტოგალერეამ 100 ლიტვური ფოტო წიგნის კოლექცია დონაციის სახით გადასცა თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ბიბლიოთეკას, რომელიც 2018 წლის ბოლოს გაიხსნება და რომლის შექმნაზეც თბილისის ფოტო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს.

ლიეტუვური ფოტოწიგნები, რომლებიც თანამედროვე ფოტოგრაფიულ სცენაზე ხშირად ხდება პრესტიჟული ჯილდოების მფლოებლი, 2018 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის პროგრამაში   იქნება ნაჩვენები ინსტალაციის სახით.

© რომუალდას რაკაუსკას

ლიეტუვური ფოტოგრაფიის 100 წელი კი ფოტო ჩვენების ფორმატში 30 აღიარებული არტისტის ნამუშევარს წარადგენს! მათ შორის, ფრანგი მწერლის ჟან-პოლ სარტრის პროტრეტებით განთქმული ანტანას სუტკუსს, მაგნუმის ინგლისელი ფოტოგრაფის და მეგავარსკვლავის მარტინ პარის ფავორიტს რიმალდას ვიკსრაიტისს  და ა.შ.

“ლიეტუვური ფოტოგრაფიის ფენომენი (1918-2018)“: დომიკელე ტარაბილდიენე, ვერონიკა შლეივიტე, ანტანას სუტკუსი, ალგიმანტას კუნჩიუსი, რომულდას რაკაუსკასი, ალეკსანდრას მაკიაუსკასი, რომულდას პოჟერსკის, ალგირდას შეკუსი, ვიტაუტას ბალჩიტისი, ვიოლეტა ბუბელიტევიტას ლუცკუსი, ვირგილიუს შონტა, გინტაუტას ტრიმაკას, რემიგიუს ტრეიგისი, რამუნე პიგაგაიტევიტაუტას . სტანიონისი, რიმალდას ვიკსრაიტისი, ვიტაუტას პლეტკუსიგინტარას ჩესონისი, დარიუს ჟიურა, უგნიუს გელგუდა, დონატას სტანკევიჩიუსი, ენდრიუ მიკსისი, მინდაუგას აჟიუშილისვისვალდას მორკევიჩიუსი, გეისტე კინჩინაიტიტე, ინდრე შერპიტიტე.

ფოტო ჩვენება. დასაწყისი 18.00-ზე

ფაბრიკა, საკონფერენციო დარბაზი , ე. ნინოშვილის ქ. 8

ფოტოგრაფიის ღამე ბეთლემის უბანში

თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეცხრედ გაიმართება და თბილისელებს, ისევე, როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ძველ თბილისში ერთი ღამის განმავლობაში თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიების პარტნიორია პრესტიჟული “არლის ფოტოფესტივალი” (საფრანგეთი), რომელთანაც თბილისის ფოტოფესტივალი 2010 წლიდან თანამშრომლობს. “არლის ფოტოფესტივალის” პროგრამის ხილვის შესაძლებლობა წელსაც ექნება თბილისის ფოტოგრაფიის ღამე 2018-ის მაყურებელს.

ფოტოგრაფიის ღამის ჩვენება

 

წელს ფოტოგრაფიის ღამე ბეთლემის უბნის მიდამოებში გაიმართება. ღონისძიების მრავალათასიან აუდიტორიას არა მხოლოდ თანამედროვე ფოტოგრაფიით, არამედ ძველი თბილისის ამ  განსაკუთრებული უბნის თავიდან აღმოჩენის შესაძლებლობაც მიეცემა.

“არლის” ფოტოფესტივალის პროგრამის გარდა, ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში ნაჩვენები იქნება 300-მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი, მაშ შორის, იქნება ქართველი  და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქარველოში და სამხრეთ კავკასიაში 2018 წლის მანძილზე განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასხავს. კერძოდ კი, მაისში, BASSIANI-ს სპეცოპერაციის შემდეგ, თბილისში განვითარებული საპროტესტო აქციები, სომხეთის რევოლუცია და ა.შ.

ფოტოგრაფიის ღამის კურატორი: გვანცა ჯიშკარიანი

15 სექტემებრი. დასაწყისი 20.00-ზე

ეკრანები : ეკრანები: ბეთლემის ქ. 3, ბეთლემის ქ. 11 “ სასტუმრო კალანგა“ ეზო, ბეთლემის ქ. 25, გომის ქ.  15, გომის ქუჩა ქ. 1 სასტუმრო “ამანტე“, გომის ქ. 5/12, გომის ქ. 2, ბეთლემის აღმართი 16ბ

ფოტოგრაფიის ღამე თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი 

2018 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი თბილისის ფოტო ფესტივალისთვის, რომ ფესტივალის  საინიციატივო  ჯგუფი ახალ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს – თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი 2018 წლის ბოლოს გაიხსნება და პრესტიჟული სასტურმოს “სტამბა“ ერთ-ერთ სივრცეში განთავსდება.

საქართველოში პირველი ინსტიტუტცია, რომელიც თანამედროვე გამოსახულების  ყველა არსებულ ფორმაზე იქნება ფოკუსირებული – ფოტოგრაფია, ვიდეო, კინო, ახალი მედიები – ახლადგახსნილი პრესტიჟული სასტუმროს “სტამბა“ ერთ-ერთი სივრცეში განთავსდება.

თბილისის ფოტოფესტივალი 2018-ის გახსნა და პროგრამის  ცენტრალური პროექტი “… და გამოვედით, რომ გვენახა კვლავ ვარსკვლავები  სწორედ მომავალი მუზეუმის სივრცეში  გაიმართება.

სტამბა, თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი სივრცე

თბილისის ფოტო ფესტივალის მულტიმედიური და ფოტო არქივები თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის მედიათეკის და ონლაინ მულტიმედიური არქივის შექმნის საფუძველი გახდა. მუზეუმში საგამოფენო სივრცის გარდა, გაიხსნება ფოტო წიგნების ბიბლიოთეკა, რომელიც ერთადერთი იქნება არა მხოლოდ საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის პარტნიორები არიან სამხრეთ კავკასიაში განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტო (SDC) და კომპანია City Loft.        

Tbilisi Photo Festival 2018-ის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, სამხრეთ კავკასიაში განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს (SDC), სასტუმრო “სტამბა“.

პარტნიორთა შორის არიან: Rooms Hotels, Fabrika, ფრანგული ინსტიტუტი, სადაზღვევო კომპანია “არდი”

თბილისის ფოტო ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ:  http://www.tbilisiphotofestival.com/en/programme

[R]

განხილვა