14 სექტემბერს, მუშთაიდის ბაღში, „ფოტოგრაფიის ღამე“ გაიმართება. ცნობილი ფრანგული ფოტო ფესტივალის „არლის“ პროგრამის გარდა, ნაჩვენები იქნება 300-მდე თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარი, მათ შორის – ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში 2019 წელს განვითარებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს ასახავს. ნამუშევრებს, დამთვალიერებელი, 9 სხვადასხვა ეკრანზე იხილავს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbilisiphotofestival/videos/2499149156808983/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„ფოტოგრაფიის ღამე“ Tbilisi Photo Festival-ის ცენტრალური ღონისძიებაა, რომელიც უკვე მეათედ იმართება.
„თბილისელები, თუ დედაქალაქის სტუმრები, თანამედროვე ფოტოგრაფიის ნიმუშებს, ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში ნახავენ. აუდიტორიას, ასევე, საშუალება ექნება, მეტი გაიგოს მუშთაიდის ბაღის, ძველი თბილისის ამ მრავალი მითით მოცული ადგილის შესახებ“.
„ფოტოგრაფიის ღამეს“, Kordz, 20:00 საათზე, ცოცხალი კონცერტით გახსნის. 20:40-დან კი, „მუშთაიდის ბაღის“ ხელმძღვანელი ირაკლი ბითაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას ბაღის ისტორიაზე. ღონისძიება დილის 03:00 საათამდე გაგრძელდება.